ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: საბავშვო
2 აპრილი, 2013


გვირილა



გაზაფხულის გვირგვინს ვამკობ,
გვირილა ვარ, ყვითელგულა.
გამომივლის ხოლმე მაკო
და შემკონავს თაიგულად.

ანდა ლამაზ გვირგვინს დაწნავს,
რომ მიართვას თავის ბებოს,
სიყვარულის ვისაც არ სწამს
გვირილაზე  მარჩიელობს.

მე კი ამდენს რა გამომლევს?!
ჩემი არის მთელი მდელო,
მზე მიყურებს საღამომდე,
ღრუბელო არ გადადენო...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები