ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
2 აპრილი, 2013


ორი მინიატურა

ხეზე შერჩენილი უკანასკნელი ხმელი ფოთოლივით ელოდა თავის დროს.
დრო კი გადიოდა.
_,,ალბათ მიქელ-გაბრიელმა შეცდომით ორი ფურცელი გადაფურცლა , იმ ფურცელზე ვეწერე და გამოვრჩიო,,- ამბობდა.
წლები კი აჭკნობდა და ადნობდა ერთ დროს ულამაზეს ქალს.
მიყვარდა ის ქალი, იმიტომ რომ იყო მასში რაღაც ჩემი და ჩემში რაღაც მისი.
ტკბილი იყო ძალიან . და თბილი
თორმეტი დღის წინ საწოლში ჩაწოლილი კედლისკენ თვალგაშტერებული დედას ელაპარაკა.
_ თორმეტ დღეში დედი?- და გაუღიმა.
დებსაც ესაუბრა... იქ, კედელზე...
დღეს, მეთორმეტე დღეს შეუერთდა წინაპართა აჩრდილებს.
მივედი და უკანასკნელად დავხედე. ჯერ კიდევ თბილი იყო.
ისეთივე თბილი, როგორც სიცოცხლეში.

***

დედაჩემს ბებია ჰყავდა.
უჯანმრთელესი ქალი. თავისი სახელი თვითონაც აღარ ახსოვდა. ყველა ნენის ეძახდა.
წელშიგაწკეპილი დადიოდა სიკვდილამდე.  მაღალი, ხმელი ქალი იყო. თავზე თეთრმანდილამოხვეული.
ოთხმოცდაცამეტ  შთამომავალს მოესწრო.
რაც თავი მახსოვს,  დედაჩემს, დეიდას, ბიძებს ვეკითხებოდი:
_ნენი რამდენი წლისაა?
_96-ის.
მეორე წელს:
_ნენი რამდენი წლისაა?
_96_ის
ათი წლის შემდეგ:
_ნენი რამდენი წლისაა?
_96-ის.
ბოლოს, ოცდაორი წლის რომ გავხდი, ნენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა...
ქალი , რომელმაც გააჩერა დრო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები