ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2013


SOS!

ეს სახლი , ძველი ინტელიგენტი,
ჩვეულ ადგილას – კუთხეში ქუჩის –
მათხოვარია.

და გამორღვეულ კედლებსა და
თვალწასულ ფანჯრებს
აყოლებს „ნოვი თბილისელებს“,
რომლებიც ცხვირწინ მიუშენეს.

საძინებელში , სადაც არ მძინავს,
იხედება სახანძროს ეზო,
და ღამ–ღამობით განგაშის წიხლით
შემოდის შიგნით.

ეს სახლი - ლოყაშეღებილი აღმაშენებლის მწკრივში,
მეოთხე ჯგუფის ინვალიდია...
იქნებ ურიგოდ
შეუცვალოთ დახვრეტილი  ფეტრის ბერეტი,
მერე კი - მხარიც გადაუხვიოთ.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები