ვერც კი წარმოიდგენ, ახლა გაგიჟება ისე ადვილია, სადაც ნაბიჯებს სვლა აღარ შეუძლიათ, გზები მთავრდებიან, მიუღწევადია ქვეყნად სამოთხე და სრული იდილია, ასე ინფანტილურ ქალის ხასიათი ჩემი თავდებია.
გარეთ ამინდია, მისწვდა გაზაფხული ტოტებს, შეერია, ტანწერწეტა ხეებს დაუმშვენებიათ ვიწრო პოდიუმი, შილიფღრუბლებიან ცაში ვაკვირდები ფერებს, ფეერიულს, სულ ცოტა ხნის წინათ, ფიფქებს შევყურებდი, ძირს რომ მოდიოდნენ.
ქარი მოქანავე, ბებერ აივანზე შუბლით ეხეთქება, მანვე გადახადა ყველა სახურავი სულებს, მარტოსულებს, კვირტი ეწვით ტყემლებს შიშით, და აქა-იქ შეუთეთრდათ თმები, ჩემთან სიმშვიდესაც დაუგვიანია, ან სულ არ მოსულა.
წლების აჩრდილები თვალებში შერჩენილ სხივებს აუქმებენ, ჩანან ლექსებიდან უხმო ტკივილები, რასაც შენით ვძლიე, მე კი, სანამ დროა, ჯერ კიდევ არსებულ ბილიკს გავუყვები... გზები მთავრდებიან, სადაც ნაბიჯებს სვლა აღარ შეუძლიათ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გმადლობთ, მუხავ!
გმადლობთ, მუხავ!
12. ავტორის პოეზიაში ვთბები ხოლმე! ავტორის პოეზიაში ვთბები ხოლმე!
11. მადლობა, ირაკლი. მიხარია :) მოკითხვა ასევე...
მადლობა, ირაკლი. მიხარია :) მოკითხვა ასევე...
10. ეს ძალიან მაგარი ლექსია :*
პ.ს ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ, რომ ამ ლექსმა უფრო ამიმაღლა ხასიათი... ანუ როგორც ვარ, უფრო კარგად გამხადა :*
მოკითხვა ლამაზო თეა და ასევე გულითადი სალამი ირას : ) ეს ძალიან მაგარი ლექსია :*
პ.ს ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ, რომ ამ ლექსმა უფრო ამიმაღლა ხასიათი... ანუ როგორც ვარ, უფრო კარგად გამხადა :*
მოკითხვა ლამაზო თეა და ასევე გულითადი სალამი ირას : )
9. 15. 555 დრო მოვიდა. 2010-03-08 12:47:13 - ეს შეფასებაა 2 წლის წინ იგივე ლექსზე. სიმართლე ყოველთვის ჯობია ცარიელ ქულებს, როცა ის სიმართლეა... ჩემს პოეზიასთან ახლო როგორ არაა, როცა ჩემი პოეზიაა ეს ლექსიც :)
ბოსი - ხანდაზმულთათვისაც ვწერ-ხოლმე ხანდისხან :)
ყველას მოკითხვა და მადლობა დიდი!
15. 555 დრო მოვიდა. 2010-03-08 12:47:13 - ეს შეფასებაა 2 წლის წინ იგივე ლექსზე. სიმართლე ყოველთვის ჯობია ცარიელ ქულებს, როცა ის სიმართლეა... ჩემს პოეზიასთან ახლო როგორ არაა, როცა ჩემი პოეზიაა ეს ლექსიც :)
ბოსი - ხანდაზმულთათვისაც ვწერ-ხოლმე ხანდისხან :)
ყველას მოკითხვა და მადლობა დიდი!
8. მიყვარს შენი ქალურობა. და ძლიერი პატრიოტიზმიც, მაგრამ ეს აქ არა : ) : * მიყვარს შენი ქალურობა. და ძლიერი პატრიოტიზმიც, მაგრამ ეს აქ არა : ) : *
7. ქვეყნად სამოთხე და სრული იდილია, ასე ინფანტილურ ქალის ხასიათი ჩემი თავდებია.
მე6 კომენტარს:D:D:დილიდან საქმე დაელია ეტყობა და:)
მოეწონა არტეს5+:) ქვეყნად სამოთხე და სრული იდილია, ასე ინფანტილურ ქალის ხასიათი ჩემი თავდებია.
მე6 კომენტარს:D:D:დილიდან საქმე დაელია ეტყობა და:)
მოეწონა არტეს5+:)
6. თინეიჯერთათვის..! ცუდი ნაწერი... თინეიჯერთათვის..! ცუდი ნაწერი...
5. მიუღწევადია ქვეყნად სამოთხე და სრული იდილია
ასეა ასე :)
მოვიკითხე ლამაზი ოჯახი და მისი ლამაზი დიასახლისი :) მიუღწევადია ქვეყნად სამოთხე და სრული იდილია
ასეა ასე :)
მოვიკითხე ლამაზი ოჯახი და მისი ლამაზი დიასახლისი :)
4. თეა,ეს ლექსი შენს პოეზიასთან არაა ახლოს და მიკვირს..ბევრად უკეთესს მოველოდი აქ,ბევრზე ბევრად. მოგიკითხე აქვე. თეა,ეს ლექსი შენს პოეზიასთან არაა ახლოს და მიკვირს..ბევრად უკეთესს მოველოდი აქ,ბევრზე ბევრად. მოგიკითხე აქვე.
2. მომწონს მშვენიერი თეასს უმშვენიერი ლექსები <3 მომწონს მშვენიერი თეასს უმშვენიერი ლექსები <3
1. "გზები მთავრდებიან, სადაც ნაბიჯებს სვლა აღარ შეუძლიათ." - ქალურია! დარწმუნებული ვარ, კაცი დაწერდა: გზები მთავრდებიან და მაინც ვეპოტინებითო...
მომეწონა წარმატებები.... +5
"გზები მთავრდებიან, სადაც ნაბიჯებს სვლა აღარ შეუძლიათ." - ქალურია! დარწმუნებული ვარ, კაცი დაწერდა: გზები მთავრდებიან და მაინც ვეპოტინებითო...
მომეწონა წარმატებები.... +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|