ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არტემიდა
ჟანრი: პროზა
11 აპრილი, 2013


ჟანრი : სხვა გარდავისახე

ვიყავი ქალი - შეყვარებული და სიყვარულის შიშით გადავკეტე გულის კარები...
ვიყავი ჩიტი - უნუგეშოდ ,კენტად დარჩენილი სამყაროს იქით, დამალული საკუთრ თავში...
ვიყავი მთვარე - ყინულის დედოფალივით და ვმართვდი უცხო მეჯლისებს...
ვიყავი ქალღმერთი - და მეხვეოდნენ სულ სხვა მუზები...
ვიყავი ყინვა -  აისბერგად რომ  დავცურავდი სხვათა გულებში.
ვიყავი ტალღა - ზღვის დინებას აყოლილი ,აღელვებული,დანარცხებული მარტოობის ნაპირებს...
ვიყავი წვიმა - მიმალული წარსულის ცრემლებს და ოცნებებს...
ვიყავი ქალი - გულგადაღლილი ტყუილით, დუმილით და უმოქმედობით...

გ ა რ დ ა ვ ი ს ა ხ ე ! ! !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები