ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
11 აპრილი, 2013


პატარა ქალი

პატარა ცხვირი. ლურჯი თვალები შავ წარბ-წამწამში ფირუზად უჩანს . პატარა გოგო მოდის ლივლივით, მოდის ამაყად და მოაქვს ქუჩა. შავი თმა წელზე ტალღად ეცემა, თეთრი კბილები მზის სხივზე ელავს. გადმოიხარა ძველი ჭადარი. შეკრთა. გაკვირდა. ეტყობა ღელავს.
გზას უთმობს ყველა: ხე, ქვა, სახლები, ბუჩქი და ქარი.
_,,არ მინახავსო სხეული ასე კოხტა-ნარნარი,, _თავს ხრის ფარანი_,,მოჩვენებაა!აბა რა არი?!...,,
ჩაიარა და ძველი სახლების წაიღო ოხვრა: _,,რა ტანი?!სახე... თმების სურნელი... რა მიხვრა-მოხვრა,,
ქუჩას მიჰყვება პატარა ქალი. თავს დასტრიალებს, ფოთლებს, ყვავილებს წინ უფენს ქარი. გოგონა შედის თავის სახლში. ნათელ ბინაში. ქარი უჩუმრად იჭყიტება ფანჯრის მინაში:_,,ძილი ნებისა!,, _უჩურჩულებს_ ,,გვიანი არი!,,
დილიდან ერთად სეირნობდნენ ქალი და ქარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები