ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2013


იყიდეთ ლექსი

ვიცი, ეს ლექსი არის მჩატე, უშინაარსო!
და მკითხავთ ალბათ, მის დაწერას აზრი რა აქვსო?
მე გიპასუხებთ: რავი, ჩემთვის წავიხალისე,
ზოგჯერ მხატვრებიც ხომ ხატავენ უბრალოდ... ისე...?!

მერე იმ ნახატს მიჰყიდიან ვინმეს იაფად,
გავლენ წლები და დაადებენ მათ მილიონებს.
გადაჰყიდიან ერთი-ასად, ერთი-ათასად,
მოატარებენ ჩაქუჩის რტყმით აუქციონებს.

ეგებ ლექსთწერაც, ვით მხატვრობა როსმე დაფასდეს
და ეს ნაწერიც გა-ათასდეს, გა-ათ-ათასდეს?!
მაშინ შეიძენს ეს პოემაც შინაარსს, წონას.
იყიდეთ ლექსი მეგობრებო, თუ მოგეწონათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს