ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2013


...და შევხვდით ერთხელაც

...და შევხვდით ერთხელაც - ქუჩაზე ვიწრო და ფასადებს
შუა რომ მზე კიდევ შერჩენილ საღამოს მხარდამხარ.
ვერ გეტყვი რიდმა, თუ სხვა რამემ, სურვილი გაზარდა-
გაცნობის. წითელი:  ქუჩიდან ქუჩაზე გადახვალ...

ჩვენ შევხდით ერთხელაც კიბეზე, მოაჯირს ავყევით.
შენ კოცნი ჩემს შუბლს და ვერ გეტყვი საიდან დამეწყე.
მზერას რა ვუთხარი, ყველაფერს რომ იტევს, ამხელა
სამყარო დამდგარა ჩვენს წინ და საჩემოდ განეწყვე...

ჩვენ შევხდით ორჯერაც, სამჯერაც, ოთხჯერაც, რამდენჯერ
ვუყურებთ ერთმანეთს, თითქოსდა პირველად შევხედეთ.
როცა შენ წვები და ხელს მადებ მუცელზე, მარჯვენა
ხელს გადებს პატარა სიცოცხლე ჩემში და შეხვედრა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები