ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2013


***


სასაფლაოზე რომ მივდივარ,
აღდგომამდე ან ნააღდგომევს,
თითქოს სამოთხის ბაღში ვიყო -
ვათვალიერებ იასამნებს, ტიტებს, ზამბახებს...
ხელს კი არ ვახლებ,
მათი დაკრეფა ამ სივრცეში აკრძალულია -
ტაბუ. ვაშინერს!
ოჯახის წევრი მოგიკვდება თურმე მაშინვე...

ფანჯრიდან როცა ვიხედები,
ვხედავ, თანდათან როგორ იკრავს კოპებს ფერდობი,
როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე გარდაცვლილები,
მშვიდად ცხოვრობენ,
არ იყოფენ ცოდვილ ქვეყანას,
არც განსახლების მინისტრი ჰყავთ,
ყველა მათგანი მზეს შეჰხარის
და წვიმას, ზეცას რომ წასკდება,
როგორც მირონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები