...მერე კი თურმე ყველა სახლი პატარავდება, არც საწოლია საკმარისი, აღარც საბანი. (ასე სამფეხა სკამი მახსოვს, პაპის პაპის ნაქონი სკამი, ხან ერთ კუთხეში მიაგდებდნენ, ხან - მეორეში, ნაგვის მანქანას არ ატანდნენ, - ენანებოდათ!) ნუ... ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში. ეს არც ქუჩაა, საღამომდე იდგე, უცქირო, და მერე თეთრი მზე აიჭრას თვალში რძესავით. ეს არც კუბოა, აწიო და მხარზე შეიდგა. რა მოხდა მერე, თუ არ ესმით, თუ ვერ ხედავენ, თუ ყნოსვაც არ აქვთ... "ვთქვათ, ასანთს გაჰკრეს "ცეოორით" სავსე ოთახში..." (დოს მარილი რომ დააკლდება!) ნუ... ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში, გაუმზეურეთ პერანგები და ხალათები, ბოლომოჭმული თავსაფრები გაზაფხულებით... ნუ დაუფრთხობთ ჭიამაიებს და დიდი ხნის წინ გამოცლილი სუნამოს შუშა არ გატყდეს, ფრთხილად! ნუ... ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში. და არაუშავს, გამორეცხეთ ღამის ქოთნები - უხმოდ, მოთმენით!.. ყველა ქოთნიდან ბოლო-ბოლო სურო ამოდის და წვიმის წყალი ჟონავს ხოლმე სახელურიდან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. იმდენად ბევრია ნათქვამი და ისეთი ემოცია მოაქვს, რომ კომენტარი ზედმეტია! როგორც ამბობენ - ოტ დობრა, დობრა ნე იშჩუტ... იმდენად ბევრია ნათქვამი და ისეთი ემოცია მოაქვს, რომ კომენტარი ზედმეტია! როგორც ამბობენ - ოტ დობრა, დობრა ნე იშჩუტ...
13. რობი, შენი პოეზია არის ის, რასაც კომენტარი არ ჭირდება. :) უბრალოდ უნდა წაიკითხო...წაიკიღხო და კიდევ წაიკითხო. რობი, შენი პოეზია არის ის, რასაც კომენტარი არ ჭირდება. :) უბრალოდ უნდა წაიკითხო...წაიკიღხო და კიდევ წაიკითხო.
12. ძალიან კარგი ლექსია ! 5 ძალიან კარგი ლექსია ! 5
11. ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში, გაუმზეურეთ პერანგები და ხალათები, ბოლომოჭმული თავსაფრები გაზაფხულებით...
+ + + + + + + + + + + + + + + + + + +
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში, გაუმზეურეთ პერანგები და ხალათები, ბოლომოჭმული თავსაფრები გაზაფხულებით...
+ + + + + + + + + + + + + + + + + + +
10. ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მე-5 კომენტარიც მშვენიალურია ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მე-5 კომენტარიც მშვენიალურია
9. ნუ დაუტოვებთ ბავშვებს ძიძებს და ისინიც არ ჩაგაბარებენ მოხუცთა თავშესაფრებში :) ნუ დაუტოვებთ ბავშვებს ძიძებს და ისინიც არ ჩაგაბარებენ მოხუცთა თავშესაფრებში :)
8. მახსოვს ეს ლექსი მახსოვს ეს ლექსი
7. კარგი ლექსია...5 რობ...:-* ნუ ჩააბარებთ ჩვენ ქ ვ ე ყ ა ნ ა ში..:)) თორემ სხვაგან რასაც ვხედავ, იქ უფრო მშვენივრად ერთობიან მოხუცები...:)
კარგი ლექსია...5 რობ...:-* ნუ ჩააბარებთ ჩვენ ქ ვ ე ყ ა ნ ა ში..:)) თორემ სხვაგან რასაც ვხედავ, იქ უფრო მშვენივრად ერთობიან მოხუცები...:)
5. მძიმეა, თუმცა კარგი!
მომიტევეთ, ეს ლექსი გამახსენა და მომინდა აქ დამედო.
გივი ალხაზიშვილი
მოხუცებულთა თავშესაფარი
მოხუცებულთა თავშესაფრის ძველი ფანჯრები გაგაყოლებენ შინმიმავალს თვალებს ლიბრიანს, არის საღამო ბინდისფერი ჩვეულებრივად და გახსენდება ბებიების და ბაბუების თანდათანობით სიბერეში გარდამავალი სვლა უმშვიდესი, რომ იცვლება და სიძაბუნე ანელებს ნაბიჯს, აქრობს მზერას და უმძაფრესი მონატრებები ბავშვობის წლებს უკან აბრუნებს.
სამზარეულოს სუნითა და სუნთქვით გაჟღენთილ ჰაერს მოესმის შუაღამის წამოკვნესები და სიზმარ-ცხადის ღრიჭოებთან თვლემენ ესენი და შინ და გარეთ – ერთმანეთში ხშირად ერევათ, მხოლოდ ძილის წინ და ფიქრებში თუ იზოგავენ მექანიკურად გადმოყოლილ ბედნიერებას.
დილაობით კი გვიამბობენ სიზმრის ფრაგმენტებს, მაგრამ რასაც კი ვერ ამხელენ თვალში უბრწყინავთ, რისი წაკითხვაც შეუძლია დილას უწყინარს ხალისიანი მზის სხივებით ან უხალისო ღრუბლის ზოზინით და რაც რჩება გაუმხელელი _ ინუგეშებენ თავს ჩურჩულით, ხვალემ ხვალისო.
და ყველა დილა ჰგავს ერთმანეთს ტყუპისცალივით და ღამეებსაც, პაუზებად დაშლილ ვაგონებს, საიდან საით და საითკენ ვინ მიაგორებს, მაგრამ დროდადრო გამოჩნდება დილის ბაქანი და მომლოდინე მგზავრებს ისევ გაახალისებს ის აღმოჩენა, რომ ჯერ კიდევ ყველა აქ არი.
რომ ჯერ არავინ არ ჩასულა და რომ მაგიდებს მიუსხდებიან და საუბარს ერთხანს აცლიან, ილუკმებიან უხალისოდ და თვალს ნაცრიანს, სადაც ჯერ კიდევ ღვივის რაღაც, არ ჩაიფერფლა, გაუშტერებენ მონატრებულ, ძვირფას სახეებს, კედლის საათის გუგულსა და გულგრილ ციფერბლატს.
და ამ ჰაერში დღისით ცხოვრობს შიშისმაგვარი ფიქრი, ღამით რომ შეუცვლელი არის მორიგე, ვიღაც კითხულობს ავგუსტინეს და ორიგენეს, სახარება კი, რა თქმა უნდა, სულში ბინადრობს, უთვალავ სულში და სულები სხეულს იცვეთენ, რომ მერე უკან დაბრუნება აღარ ინატრონ.
ჩვენ, თქვენ, ისინი _ ყველა ერთად და სხვადასხვაგან ვეძებთ იმავეს, იმავდროს და თითქოს სხვადასხვას და ყოველ დილით დილა იწყებს სისხლის გადასხმას და თქვენს ფიქრებში გამაგრებას იმავ საფუძვლის, რაზეც იდექით და მოგბეზრდათ, გადაიღალეთ და დრო თავს იქცევს თქვენი კითხვით და გადაფურცვლით.
და მაინც მარტი და მოხუცთა თავშესაფრიდან მზერა ფანჯრების და წარსული, როგორც საგზალი _ დღიდან დღეში და წლიდან წელში გამოზოგილი, იქ ხომ ყოველთვის გაშლილია შენი ლოგინი, მარტის ბუჩქებთან, გუბეები თვალს რომ ახელენ, როცა კაშკაშებს შენს თვალებში მზის ჰალოგენი და უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს.
და თქვენ ივსებით მიმდინარე წუთში გაჩენილ სუნთქვის სიხშირით და ყოველ წუთს, როგორც საჩუქარს ისე მიითვლით და თუ მზემაც ამოაშუქა, მიგავიწყდებათ ძველ ტუმბოზე წამლის შუშები, უმზეო ღამეს წვეთწვეთობით რომ გინათებდნენ და უსმენთ სუნთქვის დაბადებას და ისუსებით.
მძიმეა, თუმცა კარგი!

4. არ მოიტანა..არ მოვიდა...ძაან დავარცხნილი ნაწერია...ბევრი ნაფიქრით და ცოტა ემოციით... არ მოიტანა..არ მოვიდა...ძაან დავარცხნილი ნაწერია...ბევრი ნაფიქრით და ცოტა ემოციით...
3. მომეწონა :( ,,ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში''. გაიხარეთ ავტორო წარმატებები. +2 მომეწონა :( ,,ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში``. გაიხარეთ ავტორო წარმატებები. +2
2. ნუ... ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში. და არაუშავს, გამორეცხეთ ღამის ქოთნები - უხმოდ, მოთმენით!.. ყველა ქოთნიდან ბოლო-ბოლო სურო ამოდის და წვიმის წყალი ჟონავს ხოლმე სახელურიდან.
++++ნუ... ნუ... ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში. და არაუშავს, გამორეცხეთ ღამის ქოთნები - უხმოდ, მოთმენით!.. ყველა ქოთნიდან ბოლო-ბოლო სურო ამოდის და წვიმის წყალი ჟონავს ხოლმე სახელურიდან.
++++ნუ...
1. ყველა ნერვს რომ შეგითრთოლებს, ისეთია!
"ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში, გაუმზეურეთ პერანგები და ხალათები, ბოლომოჭმული თავსაფრები გაზაფხულებით... ნუ დაუფრთხობთ ჭიამაიებს და დიდი ხნის წინ გამოცლილი სუნამოს შუშა არ გატყდეს, ფრთხილად!"
ყველა ნერვს რომ შეგითრთოლებს, ისეთია!
"ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში, გაუმზეურეთ პერანგები და ხალათები, ბოლომოჭმული თავსაფრები გაზაფხულებით... ნუ დაუფრთხობთ ჭიამაიებს და დიდი ხნის წინ გამოცლილი სუნამოს შუშა არ გატყდეს, ფრთხილად!"
|
|
მონაცემები არ არის |
|
|