ნაწარმოებები



ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2013


*****

აპრილი
წვიმა და მუსიკა
სასმელი, მე შენ და მოცარტი,
გაკოცო?!
მაკოცე თუ გინდა
ღიმილით პატარძალს მოჰგავდი.
მიყვარხარ,
ვამბობ და ამ სითბოს
ვაბრალებ შემოსულ აპრილებს
ვუყურებ
მაგ თვალებს და თითქოს
გავცქერი მშვიდი ზღვის ნაპირებს.
ჰამაკი
მე შენ და საღამო
მზე ჩადის გაშვება არ გვინდა
ეგება
დღეს მთვარე გაკმარო
ვარსკვლავებს მოგართმევ ხვალიდან.
ვეძებდი
ცხოვრების თანამგზავრს
შეგხვდი და ვთქვი ძებნილს გავხარო
დარაჯად
დაგისვი ბუნება
და შენით ყვავილობს სამყარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები