ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2013


ასეთი არაფერი მინახავს

თქმა არ უნდა, განვითარდა მსოფლიო,
"ემ პე ოთხი", "სამი დე" და "სამი ჯი",
მხოლოდ ერთი მე ვერ ამიყოლია
და თავადაც არ ავუწყვე ნაბიჯი!

საყვედური უნდა ვთქვა თუ მადლობა,
არც კი ვიცი, მე, მოკვდავმა უბრალომ,
როცა "მიჰყავთ სრულყოფამდე" გალობა,
მე კი უფალს ავთენტურად ვუგალობ?!

მიჭირს ახსნა, ვერა გამიგია რა,
ტაძრებს ლიფტებს უყენებენ "რა პონტში?",
თუ ეს ახლა "მოდერნ რელიგიაა"
და მე აქაც სულ ყველაფერს ჩამოვრჩი?!

ვინ აკერებს ახალ ნაჭერს ძველ სამოსს,
ან ძველ ტიკში ახალ ღვინოს ვინ ასხამს?
ყველა იმას ცდილობდეს, რომ ერს ავნოს,
მე ასეთი არაფერი მინახავს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები