მძიმე ხეები
ხომ ხდება ხოლმე, იხრებიან ერთმანეთისკენ მძიმე ხეები, გადახრილებს ფესვები სტკივათ და გამოსცემენ დაჭიმული ტოტებით კივილს?
მათ სისხლგამშრალი გაშეშება ერგოთ ბედისგან და ოცნებობენ დადუმებულ ზღვის საფლავებზე, ისეთ ქარებზე, ფესვებით რომ გაცურონ მიწა და გაწვნენ გაშლილ სიღრმეებში ზაფრანებივით.
ხომ დგანან უხმოდ?! – თან სიგიჟეს დაატარებენ. დგანან ბოლომდე, დამტვრეული ფოთლების გვერდით. ბოლოს ჩვილივით ეცემიან გამჩენის მკერდზე, ვერდაბერილი ფილტვებით და ზურგის ქარებით...
ჩემი თითებიც გახევებულ ტოტებს მაგონებს, ტოტებს მზეების, ჩიტების და ფოთლის გარეშე. მივყვები დღეებს, როგორც ზღვისკენ გაჭრილ ვაგონებს, და გზადაცლილი ჩავიძინებ ოკეანეში...
ხომ ხდება ხოლმე, იხრებიან ერთმანეთისკენ მძიმე ხეები, გადახრილებს ფესვები სტკივათ და გამოსცემენ დაჭიმული ტოტებით კივილს?!
------------------------------------------------------------------------------------
ისე მომინდა შენი დანახვა
დღეს ხეებს მწიფე ლექსი ასხია, დღეს სიზმარია ეს დღე მთლიანად. ისე მომინდა შენი დანახვა ცას მივაშტერდი და შევარხიე. დღეს ზღვაა მხოლოდ სამართლიანი, ფარავს ქვიშებს და ფარავს ბალახებს. ზღვა მირბის ჩუმად, ზღვა მირბის ცისკენ და მიაცურებს ცისფერ ბალდახინს კანოესავით. ოკეანეში დგება სიჩუმე და გაგიჟება დღეს, რომც გინდოდეს არ გაგიშვებენ ხელიდან თეთრი ანგელოზები... დღეს ყველა ლექსი ზღვაში მარხია და იფარება მიწა მთლიანად. დღეს ზღვაა მხოლოდ სამართლიანი, კლდეებს ტალღები რომ შეამსხვრია. მიიპარება მიწა სიღრმეში. ლექსი ჩერდება, ლექსი ფითრდება... მე, მზით და ზღვებით სავსე ფილტვებით, ბოლოს თეთრ ღრუბლებს ამოვიხვნეშებ...
------------------------------------------------------------------
ენ!
ენ! შენებურად შემომხედე, სანამ ქარია. (ხომ იცი, მკერდში გულის ნაცვლად თოვლის გუნდა მაქვს?!) თავისი წილი განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს და ახლა ლექსიც არ უხარია მეორე “მეს”... ენ! შემომხედე, სანამ ქარია და ჭრელ ჭალებში დაყიალობს ხმელი ბუერა. დაქრის და სანამ მიწის სუნით გააბრუებენ, შებინდებულზე თბილი წვიმაც არ უხარია მესამე “მეს” და ასე შემდეგ, ასე ბოლომდე მივდივარ. შენ კი გრძნობ ზურგიდან ვიღაც მოვიდა. ვერ ვიფიქრებდი ხავსმოდებულ სიმარტოვიდან თუ კიდევ ერთხელ გავივლებდი გულში მოლოდინს ფრთებზე სქელ-სქელად თოვლდაფენილ სერაფიმების. ენ! შემომხედე, ლურჯ სერებზე ისევ ქარია. პოეტი დადის თავდახრილი, და თუ ინება მსოფლიოს შეჭამს, მაგრამ მაინც არ უხარია... ერთი სურვილი (მხოლოდ!!!) გულის ჯიბით სულ დამაქვს, ნუშის თვალები დავიბნიო სულზე ღილებად მინდა, ენ! მკერდში, გულის ნაცვლად, თოვლის გუნდა მაქვს, მაგრამ მე მხოლოდ შენი ფრთები გამაგრილებენ...
-----------------------------------------------------------------------
# # #
ციოდა... თოვლქვეშ იწვნენ სოფლები, ქოლგაზე სქელი თოვლი გვეხურა. ფერმკრთალი ნატვრის ხის ფოთლებივით ეყარა თოვლში ნაფეხურები
შენი, ან ჩემი, ან ორივესი. იწერებოდა ჩუმი პიესა და ჰორიზონტი-მზის ინვერსია, ჰგავდა სიცოცხლის გზას იესოსი,
ან უფრო მეტსაც ჰგავდა, რავიცი. მთამ თოვლი მუხლზე გადაიწვინა. მინდოდა, მაგრამ ვერ გავიცინე. გინდოდა, მაგრამ არ იცინოდი.
მერე დარდივით სადღაც მიყარე ნაფეხურები, დავრჩი მძორივით. ჩაჰყვა მზის ჩასვლას ეს სიყვარულიც შენი, ან ჩემი, ან ორივესი...
ვეღარც ჰორიზონტს მოვკარი თვალი, აღარც შენ ჩანდი, გაქრა დუმილიც. და ამოვედი თოვლის ვალიდან, რომ ითქვა ლექსი თოვლივით ჩუმი..
-------------------------------------------------------------------------
ფრაქტალი
და თავდაყირა დგება ლექსი, როგორც ცხოვრება, როგორც ვერასდროს გაფრენილი ღამურა მღვიმის და მღვრიე ქარებს ფურცელივით სახლში მივყვები, სახლში, რომელიც თავდაყირა დადგა ლექსივით.
მივყვები ქარებს სახლისაკენ, მივყვები სიტყვებს. იტევს ეს ქარი ატირებას, წარსულს, მომავალს და წამიერი გაგიჟებით ხელებს მოვავლებ, მხრებზე ამ ქარებს, ამ დარდივით გაჩენილ სეტყვას
და გეტყვი: "ჩემო ნატყვიარო, აღარ მიყვარხარ, აღარ მატყვია ხერხემალზე შენი სახელი" სახეს მივუშვერ მშიერ სეტყვას, თვალებს გავახელ და ამიტყდება შეშლილივით გიჟის ხარხარი
და ბოლოს ლექსი დაიწყება, როგორც საძილე აბების სწრაფი მოქმედება, სწრაფი სიკვდილი. ქარაფებამდე დარჩენილო ჩემო მანძილო ნეტავი გულის ტკივილივით გადამივლიდე.
და ბოლოს ლექსიც დამთავრდება, და ბოლოს ქარიც ჩადგება, ქარიც ტკივილია - კვდება. (ფაქტია) და არაფერი, არაფერი, სულ არაფერი, მე ჩავბრუნდები ჩემ სიზმრებში ფრაქტალებივით...
-----------------------------------------------------------------------------
მაშინ
ჩვეულებრივთან შედარებით ბარე მილიონ- (უფრო მრავალ)-ჯერ (გაცილებით) ლურჯი ცა იყო. მინდა ერთხელაც ისე თეთრად გადავირიო, რომ სული ცაში ნამქერივით ქარმა წაიღოს...
---------------------------------------------------------------------------
ძილისპირული
ახლა ვერაფერს მოგიყვები, ანასტასია, პირში წყალივით ჩამიგუბდა ლექსი წვიმებზე... ნუ ატირდები სქელ წვიმაში მდგარი თასივით, ცხოვრებას შენი ტკივილები არ ეწყინება. უნდა წავიდე წვიმებისკენ, ნუ წამომყვები, ჩემი ბილიკი ჭაობია უცხო მგზავრისთვის. ქარი ქანაობს ფანჯარაში – იავნანაო, ყური დაუგდე, ფანჯარაში ქანაობს ქარი.
ახლა ვერაფერს მოგიყვები. ან რა ფასი აქვს ზღაპარს მზეებზე, ამოკითხულს მღვრიე თვალებით?! უბრალოდ წვიმებს გაექეცი, ანასტასია, სანამ ბავშვური გაღიმება გეადვილება. ახლა ვერაფერს მოგიყვები, თეთრი ნუნუა სისხლში ცრემლივით ჩამიგუბდა, მიმათრევს გარეთ. ქარი ქანაობს ფანჯარაში – იავნანაო, იავნანაო – ფანჯარაში ქანაობს ქარი...
.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. რა კარგად წერ,შენ თვითონაც არ იცი :* რა კარგად წერ,შენ თვითონაც არ იცი :*
14. ახლა მართლა ვერაფერს მოგიყვები და ვერც დავწერ. ჯერ კიდევ შენი ლექსის ქარს ვუგდებ ყურს... ჩურჩულიც პოეტურია აქ. ახლა მართლა ვერაფერს მოგიყვები და ვერც დავწერ. ჯერ კიდევ შენი ლექსის ქარს ვუგდებ ყურს... ჩურჩულიც პოეტურია აქ.
13. +5 მრავალ დაბადების დღეს. +5 მრავალ დაბადების დღეს.
12. ყველა ლექსი ძალიან კარგია, თუმცა პირველი ყველაზე მეტად მომეწონა (სუბიექტური მიზეზების გამო))
"ხომ ხდება ხოლმე, იხრებიან ერთმანეთისკენ მძიმე ხეები, გადახრილებს ფესვები სტკივათ და გამოსცემენ დაჭიმული ტოტებით კივილს?
მათ სისხლგამშრალი გაშეშება ერგოთ ბედისგან და ოცნებობენ დადუმებულ ზღვის საფლავებზე, ისეთ ქარებზე, ფესვებით რომ გაცურონ მიწა და გაწვნენ გაშლილ სიღრმეებში ზაფრანებივით.
ხომ დგანან უხმოდ?! – თან სიგიჟეს დაატარებენ. დგანან ბოლომდე, დამტვრეული ფოთლების გვერდით. ბოლოს ჩვილივით ეცემიან გამჩენის მკერდზე, ვერდაბერილი ფილტვებით და ზურგის ქარებით...
ჩემი თითებიც გახევებულ ტოტებს მაგონებს, ტოტებს მზეების, ჩიტების და ფოთლის გარეშე. მივყვები დღეებს, როგორც ზღვისკენ გაჭრილ ვაგონებს, და გზადაცლილი ჩავიძინებ ოკეანეში...
ხომ ხდება ხოლმე, იხრებიან ერთმანეთისკენ მძიმე ხეები, გადახრილებს ფესვები სტკივათ და გამოსცემენ დაჭიმული ტოტებით კივილს?!"
ბრავო! +++++ ყველა ლექსი ძალიან კარგია, თუმცა პირველი ყველაზე მეტად მომეწონა (სუბიექტური მიზეზების გამო))
"ხომ ხდება ხოლმე, იხრებიან ერთმანეთისკენ მძიმე ხეები, გადახრილებს ფესვები სტკივათ და გამოსცემენ დაჭიმული ტოტებით კივილს?
მათ სისხლგამშრალი გაშეშება ერგოთ ბედისგან და ოცნებობენ დადუმებულ ზღვის საფლავებზე, ისეთ ქარებზე, ფესვებით რომ გაცურონ მიწა და გაწვნენ გაშლილ სიღრმეებში ზაფრანებივით.
ხომ დგანან უხმოდ?! – თან სიგიჟეს დაატარებენ. დგანან ბოლომდე, დამტვრეული ფოთლების გვერდით. ბოლოს ჩვილივით ეცემიან გამჩენის მკერდზე, ვერდაბერილი ფილტვებით და ზურგის ქარებით...
ჩემი თითებიც გახევებულ ტოტებს მაგონებს, ტოტებს მზეების, ჩიტების და ფოთლის გარეშე. მივყვები დღეებს, როგორც ზღვისკენ გაჭრილ ვაგონებს, და გზადაცლილი ჩავიძინებ ოკეანეში...
ხომ ხდება ხოლმე, იხრებიან ერთმანეთისკენ მძიმე ხეები, გადახრილებს ფესვები სტკივათ და გამოსცემენ დაჭიმული ტოტებით კივილს?!"
ბრავო! +++++
11. არაჩვეულებრივ! არაჩვეულებრივ!
9. მდა-ას!!!!!!! რა საოცარი ემოცია, რა გრძნობები, რა მელოდიურობა, როგორი ტონალობათა ცვლა, რა ფანტასტიური გადასვლები......ბრავო ავტორს!! ბრავისსიმო!!ჩემგან+2+აპლოდისმენტების ნიაღვარი დაგლოცოს უფალმა, ქართველო!! ყველა სიკეთე მდა-ას!!!!!!! რა საოცარი ემოცია, რა გრძნობები, რა მელოდიურობა, როგორი ტონალობათა ცვლა, რა ფანტასტიური გადასვლები......ბრავო ავტორს!! ბრავისსიმო!!ჩემგან+2+აპლოდისმენტების ნიაღვარი დაგლოცოს უფალმა, ქართველო!! ყველა სიკეთე
8. ხომ ხდება ხოლმე, იხრებიან ერთმანეთისკენ მძიმე ხეები, გადახრილებს ფესვები სტკივათ და გამოსცემენ დაჭიმული ტოტებით კივილს?!
ერთი სურვილი (მხოლოდ!!!) გულის ჯიბით სულ დამაქვს, ნუშის თვალები დავიბნიო სულზე ღილებად მინდა, ენ! მკერდში, გულის ნაცვლად, თოვლის გუნდა მაქვს, მაგრამ მე მხოლოდ შენი ფრთები გამაგრილებენ... ძალინ მოეწონა არტეს!!!!!!!!!5+5++:) ხომ ხდება ხოლმე, იხრებიან ერთმანეთისკენ მძიმე ხეები, გადახრილებს ფესვები სტკივათ და გამოსცემენ დაჭიმული ტოტებით კივილს?!
ერთი სურვილი (მხოლოდ!!!) გულის ჯიბით სულ დამაქვს, ნუშის თვალები დავიბნიო სულზე ღილებად მინდა, ენ! მკერდში, გულის ნაცვლად, თოვლის გუნდა მაქვს, მაგრამ მე მხოლოდ შენი ფრთები გამაგრილებენ... ძალინ მოეწონა არტეს!!!!!!!!!5+5++:)
7. ..........................................................................
+5!
........................................................................ ..........................................................................
+5!
........................................................................
6. დღეს ზღვაა მხოლოდ სამართლიანი, ფარავს ქვიშებს და ფარავს ბალახებს. ზღვა მირბის ჩუმად, ზღვა მირბის ცისკენ და მიაცურებს ცისფერ ბალდახინს კანოესავით.
ერთი სურვილი (მხოლოდ!!!) გულის ჯიბით სულ დამაქვს, ნუშის თვალები დავიბნიო სულზე ღილებად მინდა, ენ! მკერდში, გულის ნაცვლად, თოვლის გუნდა მაქვს,
ჩვეულებრივთან შედარებით ბარე მილიონ- (უფრო მრავალ)-ჯერ (გაცილებით) ლურჯი ცა იყო. მინდა ერთხელაც ისე თეთრად გადავირიო, რომ სული ცაში ნამქერივით ქარმა წაიღოს...
უნდა წავიდე წვიმებისკენ, ნუ წამომყვები, ჩემი ბილიკი ჭაობია უცხო მგზავრისთვის. ქარი ქანაობს ფანჯარაში – იავნანაო, ყური დაუგდე, ფანჯარაში ქანაობს ქარი.
გენაცვალეეეეე..:-* 555 საოცარი ლექსებია...აოცარი სიამოვნება... წაიკითხეთ ვისაც მართლა გიყვართ პოეზია..წყალივით დის...გულში მირაკრაკებს... დღეს ზღვაა მხოლოდ სამართლიანი, ფარავს ქვიშებს და ფარავს ბალახებს. ზღვა მირბის ჩუმად, ზღვა მირბის ცისკენ და მიაცურებს ცისფერ ბალდახინს კანოესავით.
ერთი სურვილი (მხოლოდ!!!) გულის ჯიბით სულ დამაქვს, ნუშის თვალები დავიბნიო სულზე ღილებად მინდა, ენ! მკერდში, გულის ნაცვლად, თოვლის გუნდა მაქვს,
ჩვეულებრივთან შედარებით ბარე მილიონ- (უფრო მრავალ)-ჯერ (გაცილებით) ლურჯი ცა იყო. მინდა ერთხელაც ისე თეთრად გადავირიო, რომ სული ცაში ნამქერივით ქარმა წაიღოს...
უნდა წავიდე წვიმებისკენ, ნუ წამომყვები, ჩემი ბილიკი ჭაობია უცხო მგზავრისთვის. ქარი ქანაობს ფანჯარაში – იავნანაო, ყური დაუგდე, ფანჯარაში ქანაობს ქარი.
გენაცვალეეეეე..:-* 555 საოცარი ლექსებია...აოცარი სიამოვნება... წაიკითხეთ ვისაც მართლა გიყვართ პოეზია..წყალივით დის...გულში მირაკრაკებს...
5. +5! მოგიკითხე გიო! ძალიან კარგი პოეტი ხარ შენ! +5! მოგიკითხე გიო! ძალიან კარგი პოეტი ხარ შენ!
4. საოცარი ლექსებია,.. ძლეირი! საოცარი ლექსებია,.. ძლეირი!
3. ჩემი თითებიც გახევებულ ტოტებს მაგონებს, ტოტებს მზეების, ჩიტების და ფოთლის გარეშე.
დღეს ხეებს მწიფე ლექსი ასხია, დღეს სიზმარია ეს დღე მთლიანად. ისე მომინდა შენი დანახვა ცას მივაშტერდი და შევარხიე.
მე, მზით და ზღვებით სავსე ფილტვებით, ბოლოს თეთრ ღრუბლებს ამოვიხვნეშებ..
მინდა, ენ! მკერდში, გულის ნაცვლად, თოვლის გუნდა მაქვს, მაგრამ მე მხოლოდ შენი ფრთები გამაგრილებენ...
მერე დარდივით სადღაც მიყარე ნაფეხურები, დავრჩი მძორივით. ჩაჰყვა მზის ჩასვლას ეს სიყვარულიც შენი, ან ჩემი, ან ორივესი...
და გეტყვი: "ჩემო ნატყვიარო, აღარ მიყვარხარ, აღარ მატყვია ხერხემალზე შენი სახელი"
ქარი ქანაობს ფანჯარაში – იავნანაო, ყური დაუგდე, ფანჯარაში ქანაობს ქარი.
ჩემი პოეტი! ყველაზე, ყველაზე მეიერი! ყველა მიყვარს,სულ ყველა!
ხომ ხდება ხოლმე, იხრებიან ერთმანეთისკენ მძიმე ხეები...
ჩემი თითებიც გახევებულ ტოტებს მაგონებს, ტოტებს მზეების, ჩიტების და ფოთლის გარეშე.
დღეს ხეებს მწიფე ლექსი ასხია, დღეს სიზმარია ეს დღე მთლიანად. ისე მომინდა შენი დანახვა ცას მივაშტერდი და შევარხიე.
მე, მზით და ზღვებით სავსე ფილტვებით, ბოლოს თეთრ ღრუბლებს ამოვიხვნეშებ..
მინდა, ენ! მკერდში, გულის ნაცვლად, თოვლის გუნდა მაქვს, მაგრამ მე მხოლოდ შენი ფრთები გამაგრილებენ...
მერე დარდივით სადღაც მიყარე ნაფეხურები, დავრჩი მძორივით. ჩაჰყვა მზის ჩასვლას ეს სიყვარულიც შენი, ან ჩემი, ან ორივესი...
და გეტყვი: "ჩემო ნატყვიარო, აღარ მიყვარხარ, აღარ მატყვია ხერხემალზე შენი სახელი"
ქარი ქანაობს ფანჯარაში – იავნანაო, ყური დაუგდე, ფანჯარაში ქანაობს ქარი.
ჩემი პოეტი! ყველაზე, ყველაზე მეიერი! ყველა მიყვარს,სულ ყველა!
ხომ ხდება ხოლმე, იხრებიან ერთმანეთისკენ მძიმე ხეები...
2. ავტორი: გიორგი არაბიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
უმაგრესებია ყველა. კატო მოდი აქ,შენ მოგწონს ასეთები ;) ავტორი: გიორგი არაბიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
უმაგრესებია ყველა. კატო მოდი აქ,შენ მოგწონს ასეთები ;)
1. დიდი ხნის უნახავი, არცთუ ძალიან ახლობელი, მაგრამ სასიამოვნო ნაცნობი რომ შეგხვდება მოულოდნელად, თან, ერთდროულად რამდენიმე და ფიქრობ მერე- რა კარგი დღე იყოო, ასეთი შეგრძნება დამიტოვა ახლა ამ ლექსებმა:)
ეს "მძიმე ხეები" ისე მიყვარს...
"ისე მომინდა შენი დანახვა ცას მივაშტერდი და შევარხიე."
"და წამიერი გაგიჟებით ხელებს მოვავლებ, მხრებზე ამ ქარებს, ამ დარდივით გაჩენილ სეტყვას
და გეტყვი: "ჩემო ნატყვიარო, აღარ მიყვარხარ, აღარ მატყვია ხერხემალზე შენი სახელი"
"ახლა ვერაფერს მოგიყვები. ან რა ფასი აქვს ზღაპარს მზეებზე, ამოკითხულს მღვრიე თვალებით?!"
რა კარგად წერ, რა კარგად...! დიდი ხნის უნახავი, არცთუ ძალიან ახლობელი, მაგრამ სასიამოვნო ნაცნობი რომ შეგხვდება მოულოდნელად, თან, ერთდროულად რამდენიმე და ფიქრობ მერე- რა კარგი დღე იყოო, ასეთი შეგრძნება დამიტოვა ახლა ამ ლექსებმა:)
ეს "მძიმე ხეები" ისე მიყვარს...
"ისე მომინდა შენი დანახვა ცას მივაშტერდი და შევარხიე."
"და წამიერი გაგიჟებით ხელებს მოვავლებ, მხრებზე ამ ქარებს, ამ დარდივით გაჩენილ სეტყვას
და გეტყვი: "ჩემო ნატყვიარო, აღარ მიყვარხარ, აღარ მატყვია ხერხემალზე შენი სახელი"
"ახლა ვერაფერს მოგიყვები. ან რა ფასი აქვს ზღაპარს მზეებზე, ამოკითხულს მღვრიე თვალებით?!"
რა კარგად წერ, რა კარგად...!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|