ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2013


ნუ მიმატოვებ

ნუ მიმატოვებ, როგორც ყვავილს ჰერბარიუმში,
როგორც სიკეთეს,რომელიც რომ აღარ გჭირდება,
როგორც იმ ძველ წიგნს,ათასჯერ რომ გადაიკითხე,
გადაგდება კი, ვიცი, ოდნავ გაგიჭირდება.
ნუ მიმატოვებ, ჩემი გული ისევ გაგათბობს,
ზამთარში ცეცხლზე უარი თქვა, ალბათ ძნელია,
ჭირხლი ტოტებზე ვერცხლისფერად ისევ ქანაობს,
თოვლის ფიფქები ფიჭვის წიწვებს არ დასცვენია.
კვამლის ბოლქვები ცის ტატნობზე სურათებს ხატავს,
შავ ღრუბლებს ქარი სადარბაზოდ ისევ გაიწვევს,
თეთრ სუფრას გაშლის მთის მწვერვალზე, მოსაღამებულს,
და ცივ ქარაშოტს ხანჯლით ცეკვა ისევ მოუწევს.
ქორწილი არის, ამ ქორწილში მე ვარ თამადა,
ნეფე - ცივი მთა, დედოფალი - ცივი ქარია,
აჟივჟივებულ ჩიტებსა და ჭილ-ყვავს ვუყურებ,
მოსალოცებით მოსულან და მოუხარიათ.
მეც მიხარია, გრიგალი და ყინვა,სიცივე,
ვიცი გჭირდები, კერიასთან ცეცხლი დავანთოთ,
ნუ მიმატოვებ, ზამთრის სუსხი ისევ ჩამოკრავს,
ნუ მიმატოვებ, მთის წვერებზე ისევ ჩამოთოვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები