ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2013


ერთი ნახვით ♥

არა, გამაგიჟებს ნაღდად მე ეს ხალხი,
რა ნახეთ ამაში არამართებული?!
არ შეგყვარებიათ ნუთუ ერთი ნახვით,
არასდროს გქონიათ გული ანთებული?!

რატომ გაგიკვირდათ, მაინც არა მესმის,
ვითომ ვერ იჯერებთ?!
– არა, არ მგონია!
იქნება შეგშურდათ ჩვენი, ორივესი,
და გულზე დაგესოთ ჩვენი ჰარმონია?!

შური არ გაივლოთ, არ გაგიწყრეთ ღმერთი,
ჩვენი სიყვარული უსათნოესია!
ჯვარიც დავიწერეთ უკვე ერთმანეთზე,
ხელიც მოვაწერეთ - მე და პოეზიამ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს