ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2013


ნეტავ, რა მინდა?

ნეტავ,  რა მინდა?
ან შენ რა გინდა?
ეს დღეც გავიდა,
ის თვეც გავიდა.
დამაწყებინა, 
ნეტავ რაც იყო,
ანდა ბოლოდან,
ანდა თავიდან.
გამოგათრიო, როგორც ძველმანი,
თუნდაც გულიდან,
თუნდაც თავიდან.
ნეტავ, არ ვიყო
ახლოსმყოფელი;
ნეტავ, გიმზერდე
სადმე გაღმიდან;
ცუდი კადრივით
მომაჭრევინა -
ის, რაც იყო და
მოდის თავიდან.
ნეტავ, რად გინდა
ჩემი ცრემლები,
შენი ცრემლები
ან მე რად მინდა?!
შენ ვინ იქნები?
მე ვინ ვიქნები?
ღმერთმა რომ მოგვცეს
შანსი თავიდან?
ის თვეც გავიდა,
ეს დღეც გავიდა,
ჩვენ ვშორდებოდით
შეყრის წამიდან!
ჩემთან არ გინდა.
შენთან არ მინდა.
იცი, რა მინდა?!
არც მე – რა გინდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები