ადრეც შემხვედრია მეტროში. ბოშაა? ვერ ვიტყოდი. ქერა, ტალღისებრი თმა აქვს, თეთრი პირისახე. ათის ან თორმეტის იქნება. ვაგონიდან ვაგონში გადადის, ხურდას ითხოვს. დღესაც შემოვიდა... ნაჭრისჩანთიან ქალს მისდევს, კალთაზე ებღაუჭება. ქალი საბავშვო ჟურნალებს დაატარებს. რა ღირსო? - ქერათმიანი ეკითხება. ორმოცდაათი თეთრიო, - პასუხობს გამყიდველი, ფერადგარეკანიან ჟურნალს ცხვირწინ უტრიალებს. ცხენი მიჭენაობს, ცხვრები ძოვენ, ნარცისები მოსულან, მოკლედ, გაზაფხულია გარეკანზე, (ქერათმიანს გაზაფხულისთვის სად სცალია? დილიდან საღამომდე მეტროშია, ხან ერთ, ხან მეორე ვაგონში), ორჭოფობს, ჯიბეს აჩხარუნებს, მერე ერთბაშად ხურდით სავსე მუჭი ამოაქვს, ქალს ჟურნალში ორმოცდაათთეთრიანს უცვლის, ფურცლავს და ფურცლავს, თეთრ პირისახეზე ღიმილი დასთამაშებს. საოცრად წრფელი ღიმილი... წამიც და... ბოლოდან იწყებს. ჩქარობს... ბოშაა? ვერ ვიტყოდი! ქერა, ტალღისებრი თმა აქვს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მშვენიერია ბატონო რობერტ... გმადლობთ...
პატივისცემით მშვენიერია ბატონო რობერტ... გმადლობთ...
პატივისცემით
15. რა ლამაზა ხედავ ყველაფერს?... ჰო ასეა...ყველას თავისი გაზაფხული წამალივით სჭირდება... 5 რა ლამაზა ხედავ ყველაფერს?... ჰო ასეა...ყველას თავისი გაზაფხული წამალივით სჭირდება... 5
14. გილოცავთ აღდგომას! მომეწონა პროზა, ძალიან ემოციურია.. გაიხარეთ რა თბილი მგრძნობიარე გული გქონიათ! გილოცავთ აღდგომას! მომეწონა პროზა, ძალიან ემოციურია.. გაიხარეთ რა თბილი მგრძნობიარე გული გქონიათ!
13. ბატონო რობერტ... მრავალ აღგომა გიორგობას დაესწარით. საოცარი ნაწერია,თგვენგან რა უნდა გამიკვიდეს მე... ბატონო რობერტ... მრავალ აღგომა გიორგობას დაესწარით. საოცარი ნაწერია,თგვენგან რა უნდა გამიკვიდეს მე...
12. მისამართი? - საქართველო, თბილისი....
მისამართი: საქართველო, თბილისი.... წლოვანება: არც ჰქონიათ პატარებს არც ასაკი, არც ბავშვობა! ვინ იცის ბედი ვის, სად და რა გზებით ატარებს?!
ფეხშიშველა მიტანტალებს ქუჩაში, ხელით არა, მზერით სითბოს იპარავს. მონაგროვებ ხურდას მალავს მუჭებში, დახეული შარვლით მუხლებს იფარავს.
შიში არ აქვს მანქანების ნაკადის, შუა გზაზე თავს ფულისთვის იმეტებს. ზამთარ-ზაფხულ ეღრიჭება გამვლელებს, იქნებ ვინმემ ხურდა გამოიმეტოს!
- ძია, ძია, ათი თეთრი არა გაქვს? დაიკო მყავს პატარა და მშიერი... - დეიდებო, ბიძიებო, მიშველეთ, - გვეხვეწება გამოხედვით ცბიერით.
- ძია, ძია, ათი თეთრი გექნება... დამეხმარე, ღმერთი ბევრჯერ დაგლოცავს! .... თუ ფულს მისცემ, - ჩუმად გეტყვის მადლობას, თუ არა და, შეგიკურთხებს სალოცავს!
.................. მისამართი? - საქართველო... თბილისი!
მისამართი? - საქართველო, თბილისი....
მისამართი: საქართველო, თბილისი.... წლოვანება: არც ჰქონიათ პატარებს არც ასაკი, არც ბავშვობა! ვინ იცის ბედი ვის, სად და რა გზებით ატარებს?!
ფეხშიშველა მიტანტალებს ქუჩაში, ხელით არა, მზერით სითბოს იპარავს. მონაგროვებ ხურდას მალავს მუჭებში, დახეული შარვლით მუხლებს იფარავს.
შიში არ აქვს მანქანების ნაკადის, შუა გზაზე თავს ფულისთვის იმეტებს. ზამთარ-ზაფხულ ეღრიჭება გამვლელებს, იქნებ ვინმემ ხურდა გამოიმეტოს!
- ძია, ძია, ათი თეთრი არა გაქვს? დაიკო მყავს პატარა და მშიერი... - დეიდებო, ბიძიებო, მიშველეთ, - გვეხვეწება გამოხედვით ცბიერით.
- ძია, ძია, ათი თეთრი გექნება... დამეხმარე, ღმერთი ბევრჯერ დაგლოცავს! .... თუ ფულს მისცემ, - ჩუმად გეტყვის მადლობას, თუ არა და, შეგიკურთხებს სალოცავს!
.................. მისამართი? - საქართველო... თბილისი!
11. მეც ვიცი ეს ბავშვი... პრინციპში, მე რომ მაქვს ლექსი: "მისამართი? - საქართველო, თბილისი..." მეც ამ ბავშვზე მაქვს დაწერილი. რომ დავინახე, მოძრავ მანქანებს შორის როგორ უნდოდა გადასვლა და სხვებივით, უფროსებივით იქ ფულის აგროვება, ჩავკიდე ხელი და ვკითხე, "ამ მოძრაობაში რომ გადადიხარ , არ გეშინია-მეთქი"... "როგორ არ მეშინია, მაგრამ... რომ არ შევაგროვო ფული, საჭმელს არ მაჭმევენ, არა და, მშიაო..." დავავლე ხელი, იქვე ხაჭაპურებს აცხობდნენ, ვუყიდე და... ნეტა განახათ, რა სახით ჭამდა... ბედნიერი იყო იმ წუთას! მერე მითხრა, "დეიდა, ქუჩაზე ვერ გადამიყვან? მართლა მეშინიაო." ხელი გავუწოდე და... იცი, როგორ ჩამებღაუჭა? გადავიყვანე. მაშინ სახელიც მითხრა თავისი. მერე მომეხვია და... კაბაზე მაკოცა! რომ შევხედე, ის დიდი ცისფერი თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ისიც სტიროდა და მეც... მერე მე სამსახურში წავედი და... მერე ის ლექსიც დავწერე. :((((( ქრისტე აღსდგა, როობ! მრავალს დაესწარი, გულიანო ადამიანო! მეც ვიცი ეს ბავშვი... პრინციპში, მე რომ მაქვს ლექსი: "მისამართი? - საქართველო, თბილისი..." მეც ამ ბავშვზე მაქვს დაწერილი. რომ დავინახე, მოძრავ მანქანებს შორის როგორ უნდოდა გადასვლა და სხვებივით, უფროსებივით იქ ფულის აგროვება, ჩავკიდე ხელი და ვკითხე, "ამ მოძრაობაში რომ გადადიხარ , არ გეშინია-მეთქი"... "როგორ არ მეშინია, მაგრამ... რომ არ შევაგროვო ფული, საჭმელს არ მაჭმევენ, არა და, მშიაო..." დავავლე ხელი, იქვე ხაჭაპურებს აცხობდნენ, ვუყიდე და... ნეტა განახათ, რა სახით ჭამდა... ბედნიერი იყო იმ წუთას! მერე მითხრა, "დეიდა, ქუჩაზე ვერ გადამიყვან? მართლა მეშინიაო." ხელი გავუწოდე და... იცი, როგორ ჩამებღაუჭა? გადავიყვანე. მაშინ სახელიც მითხრა თავისი. მერე მომეხვია და... კაბაზე მაკოცა! რომ შევხედე, ის დიდი ცისფერი თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ისიც სტიროდა და მეც... მერე მე სამსახურში წავედი და... მერე ის ლექსიც დავწერე. :((((( ქრისტე აღსდგა, როობ! მრავალს დაესწარი, გულიანო ადამიანო!
10. ქრისტე აღსდგა-ძამულია!! გილოცავ მთელი გულით, ძმის გულო-გფარავდეთ უფალი!!
რაც შეეხება ნაშრომს-ყველა ხვდება თუ რა გულის პატრონი ხარ-დიოსკურიელო მაესტრო!!
ჩემგან+2+აპლოდისმენტების ნიაღვარი!!
ყველა სიკეთე ქრისტე აღსდგა-ძამულია!! გილოცავ მთელი გულით, ძმის გულო-გფარავდეთ უფალი!!
რაც შეეხება ნაშრომს-ყველა ხვდება თუ რა გულის პატრონი ხარ-დიოსკურიელო მაესტრო!!
ჩემგან+2+აპლოდისმენტების ნიაღვარი!!
ყველა სიკეთე
9. ქრისტე აღსდგა, ბ-ნო რობერტ! ღმერთმა დაგლოცოთ იმ სიკეთისთვის, რაც თქვენ ყოველ ნაწერშია! ქრისტე აღსდგა, ბ-ნო რობერტ! ღმერთმა დაგლოცოთ იმ სიკეთისთვის, რაც თქვენ ყოველ ნაწერშია!
7. ბავშვი ბავშვია - ყველგან და ყოველ დროს. jonatan livingstoni. 2013-05-04 00:51:29''
რა კარგია რომ ეს ბავშვი და სისუფთავე ასე შენარჩუნებული გაქვთ პატივისცემით ბავშვი ბავშვია - ყველგან და ყოველ დროს. jonatan livingstoni. 2013-05-04 00:51:29``
რა კარგია რომ ეს ბავშვი და სისუფთავე ასე შენარჩუნებული გაქვთ პატივისცემით
6. ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
5. შეფარული და წრფელი გრძნობით სავსე...
პატივისცემით: შეფარული და წრფელი გრძნობით სავსე...
პატივისცემით:
4. უნდა დაიჯერო... რობი მოკითხვა :) უნდა დაიჯერო... რობი მოკითხვა :)
3. მე კიდევ არ მჯერა, რომ დაგიწუნა ესა ბათუმმა:))))) მე კიდევ არ მჯერა, რომ დაგიწუნა ესა ბათუმმა:)))))
2. რასაკვირველია, ჯონათან! :) მე ქერა ბოშების არსებობის კი არა, სანტასიც მჯერა...... რასაკვირველია, ჯონათან! :) მე ქერა ბოშების არსებობის კი არა, სანტასიც მჯერა......
1. არიან ქერა ბოშებიც :)
ბავშვი ბავშვია - ყველგან და ყოველ დროს. არიან ქერა ბოშებიც :)
ბავშვი ბავშვია - ყველგან და ყოველ დროს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|