ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2013


მორალურ-ზნეობრივი რეკლამა (მინიატურა)

მე ერთი წვრილად დაგრძელებული, უხარისხო ფარატინა ქაღალდი ვარ, რომელიც დაუხვევიათ და დროებით რკინის დასხივებულ ყუთში მოუთავსებიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხანმოკლე სიცოცხლე მაქვს, მაინც მოუთმენლად ველი ჩემს დაბადებას, რადგან გადმოცემით ვიცი, რომ მხოლოდ დაბადების შემთხვევაში იძენს ჩემი არსებობა მნიშვნელობას და ფასს. მხოლოდ მაშინ მერქმევა სახელი და ვიძენ იმდენად მძლავრ ინდივიდუალურობას, რომ თქვენ წარმოიდგინეთ სახელმწიფოს არსებითი შემადგენელი ნაწილიც კი ვხდები.
ვერ აგიხსნით რამხელა ბედნიერებაა დაიბადო და მოკვდე შენი ქვეყნის სამსახურში, პატიოსანი ადამიანის ხელით.
მე ავტობუსის ბილეთი ვარ და ძალიან მინდა, რომ სწორედ შენს ხელში განვლოს ჩემმა ხანმოკლე, მაგრამ ღირსეულმა ცხოვრებამ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები