ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2013


რე-ანიმაცია (არასერიოზულად მოთხრობილი უაღრესად სერიოზული ამბავი)

ღამე ცუდად მძინავს . ამიტომ დღე ვიძინებ მარშრუტკაში. დღეს, გუშინ თუ ხვალ, არ მახსოვს, მძღოლმა გამაღვიძა ბოლო გაჩერებაზე და რაღაც მკითხა, მე ამ დროს კლუბი "რა? სად? როდის?" მესიზმრებოდა
და ამიტომ სწრაფად ვუპასუხე
---დიახ, ბატონო წამყვანო!...

მძღოლი მიხვდა რომ რადგან მანქანა მიყავს, ესე იგი მართლაც წამყვანია და მე კაიფში ვარ?....

                                                **                **                  **

არ დავთანხმე და შავი ყუთი სად გაქვს მეთქი....იქ იქნება ყველა ჩანაწერი და სიმართლე აგვისტოს ომზე , ვის აბრალებ ,რომ აბრალებ, შე პამიდვრის საწებლიანო ყველო!
შავი ყუთი რა, განა თვითმფრინავიაო......
აბა ასე მალე როგორ მოხვედი გლდანიდან ვარკეთილში მეთქი შე ყ!....
შე მ!.... ---მითხრა მან ..გადაიხადე !
შე პრ!....--ვუთხარი მე ...გადახდილია!..საათს შეხედე!.....
შე ს!....--თქვა მან 80 თეთრი დადე.სანამ ინკვიზიცია გამოვიძახე!...
მე მეტრომანი დავადე და გავიგონე როგორ ჩაიარა მეტრომ, ჩაიარეს ქალებმა, ბავშვებმა, ჯარისკაცებმა და მეორე მეტრომ.კაბრიოლეტმა.ვარდისფერმა ტაქსმა და მთელმა ცხოვრებამ.
მძღოლმა პირი დააღო და პეპლები გაუშვა.გაქცევის დროა.გავიფიქრე მე ,რეგისტრაცია დამთავრდა.ბილეთს ვადა გაუვიდა.რა მინდა აქ?....რა?....რა?.....
კარი გავაღე.ესკალატორი ამოძრავდა. საბაჟო ცარიელი იყო, მებაჟეები ძირს ეყარნენ, თეთრი სისხლის გუბეში.ერთი კიდევ ცოცხალი იყო და ჰაერს ყლაპავდა.გადავუკეტე.
მეც მინდა სუნთქვა! ეგოისტი ვარ.თან გულმოწყალე.
საბაჟო-გამშვები პუნქტი სწრაფად დავტოვე.ოღონდ მანამდე მინის კარს მცხეთური ღვეზელი ვესროლე რომ მეტი ჰაერი შემოსულიყო ,ღვეზელი მე-20 -ე საუკუნისა იყო, კარგად გამხმარი და ორმაგი მინა სწრაფად გატყდა.
აეროპორტიდან ფეხით დავბრუნდი. კარგია რომ ფეხები არსებობს...ბარგი არ მქონდა და ფეხით ავედი სადარბაზოში. ქარი აზანზარებდა ზარებს....ზევით რომ იყო და არ ჩანდა.
ასევე არ ჩანდა ცა.
ასევე არ ჩანდა იმედი.
არ ჩანდა რა ხდებოდა იმ დღეს, ჯერ რომ არ დამდგარა!(არა და როგორ მინდა)
მერე კიდევ რაღაც არ ჩანდა და რადგან არ ჩანდა.....ესე იგი არ ჩანდა....უემოციო უნდა იყო, დიდხანს იცოცხლებ.
იმ დღის (ღამის ) მერე ღმერთი აღარ მინახავს.....და რაღაც შინაგანი ტკივილიც გამახსენდა, თუმცა ჯანდაბას ყველა ტკივილი, როცა მტკივა, უფრო ძლიერ ტკივილს ვიხსენებ და ადვილად გადამაქვს.



უემო-ციო. (სერგეი ნეველი.  © 2013.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები