ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2013


პასუხი

ჩემკენ მშვიდობაა დენთზე დადებული.
ჩემკენ არწივები ღრუბლებს მიაპობენ.
სადაც გაიხედავ ყველგან სიბნელეა,
სადაც გაიხედავ_ყველგან სიმარტოვე.

ველი აფეთქებას, ველი არდარჩენას,
იქნებ მაშინ მაინც ცოტათი განათდეს,
ჩემი აღარყოფნით, თუ ვინმე გადარჩება
ვიამებ მე ასეთ ტკბილ-მწარე განაჩენს.

... და მაშინ, როდესაც ნაპერწკლად ვიქცევი,
სულ ერთი წუთით, თუ... მეყოფა წამებიც!
არწივის ფრთებიდან დავხედავ ნათელს და
ღრუბლების სარკმელში თვალს მივეფარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები