ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2013


###(მინიატურა)

როდესაც ადამიანი იბადება, მის სახელზე ცაში ინთება ვარსკვლავი. თუ ადამიანი სწორად იცოცხლებს და ცხონდება, მისი ვარსკვლავი მუდამ ანთებული დარჩება და ღამის ცის წყვდიადის პატარა ნაწილს მარადიულად გაანათებს. ხოლო თუ წარწყმდება, ჩაქრება და მის ადგილს კვლავ სიბნელე დაიკავებს.
რაც უფრო მალე ისწავლის კაცობრიობა სწორად ცხოვრებას და რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს სულის ცხონებას, მით მალე მოიცავს ვარსკვლავების ნათელი ცის წყვდიადს და მარადიული სინათლე მოეფინება სამყაროს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს