ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2013


მე ვწერ



მე ვწერ ლექსებს, იმიტომ რომ, ეს საუკეთესო საშუალებაა
გამოთქვა ყველაფერი 6 წუთში და არ მოანდომო მთელი ცხოვრება.
                                                                                ალენ გინზბერგი

მე მაქვს მთელი რიგი მიზეზებისა, რის გამოც ვწერ ლექსებს.
პირველი: გენეტიკური. (მამის მხრიდან). ეს მაკულატურა
კომოდის უჯრაში აღმოვაჩინე, ნაცვლად დაკარგული საბუთებისა,
რის გამოც კინაღამ ბინიდან გაგვასახლეს.
მეორე: სოციალური, რადგან ჩემი ოჯახის სიღარიბის ზღვარი
თურმე ჩემს  ნ ა მ ა რ ხ  "პენტიუმ -2" ზე გადის.
შესაბამისად,  კომუნალურ გადასახადებზე და ჯან.დაცვაზე დაწესებული
შეღავათების სიიდან ამოგვიღეს.
მესამე: გულისამრევად რომანტიული, რადგან ჩემი შეყვარებული ჭლექით მოკვდა,
მე კი ისევ მინდა  ვინმეს სიყვარულზე ველაპარაკო
და ბოლო - პატრიოტული მიზეზი!
ხომ უნდა ვემსახურო ერთგულად სამშობლოს,
სანამ რეალურად ჩამაძაღლებენ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები