ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2013


მ ა მ ა (100 სიტყვა)

კაცი ბუხარში მოგუზგუზე ალს მისჩერებოდა.  ავს უგრძნობდა გული, - დიდი თოვლი მოვიდა. 

ძაღლმა სულისშემძვრელად დაიყმუვლა. კაცს გული მოეწურა,ზვავიდან გამოთხრილი, გაყინული მეუღლის ღიად დარჩენილი თვალები გაახსენდა. გააჟრიალა.
ფანჯრიდან გახედა მთების თვალისმომჭრელ სითეთრეს. 

„ზვავსაშიშროებააო და... ახლა მოუნდა ნადირობა?!... ეს ძაღლი რაღას მოსთქვამს დილიდან?!... ღმერთო, უშველე!“

პირმაღზე გავიდა,  მიაყურადა:  თოფის  სროლის ხმა  შემოესმა. მთა ექოთი გაეპასუხა. წამით ჩაჩუმდა ყველაფერი და უცებ იგრიალა... ხმა იყო ისეთი საზარელი, რომ სისხლი გაეყინა ძარღვებში.

„ზვავი მოწყდა... ვაიმე, შვილო!“

თოფს და ნიჩაბს დასტაცა ხელი, ძაღლი აუშვა და სირბილით წავიდა ხეობისკენ.

„ოღონდ  ცოცხალი ვიპოვო... ოღონდ...“

* * *
- საით გარბიხარ, მამაჩემო, მოხდა რამე?
ნანადირევაკიდებული  შვილი დაინახა. მხრებაცახცახებულმა თოვლში  ჩაიჩოქა  და  უცრემლოდ ატირდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები