ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2013


აფხაზეთს

გაზაფხულივით დავატარებ გულში ყვავილებს,
რომ ფურცელ-ფურცელ კდემით მოგიძღვნა,
ჩანჩქერს, მოწყვეტილს სალი კლდებიდან,
თვით უკვდავებას ცრემლით მოგიტან.
ლოდებს ავმართავ ბასტიონებად,
რომ არ შეგეხოს ცივი ქარები,
ლოცვა ხარ, ცაში სხივად აჭრილი,
ჩვენი წინაპრის დანაბარები.
ტრამალებს სერავს სამი რაინდი,
ნესტან-დარეჯან ტყვედ არის ისევ,
მიიღე დედის ლოცვა-წუხილი
და დაკარგული შენს გულთან იხმე,
ისევ ჩააცვი ჭრელი პერანგი,
აკვანში ისევ უმღერე "ნანა",
მდუმარე ველი ყვავილებს ელის,
დაკარგულ საფლავს სიცივე ზარავს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები