ოთახში კომოდი , ორი საწოლი , მისი ნამზითვი კაკლის ხის კარადა ედგა. კარადაზე ბაბუას სურათი და ბროლის ლარნაკი , ბერძნული ხელოვნური ყვავილებით. კარადის და კომოდის უჯრებში გაზეთი იყო ჩაფენილი. თეთრეული, ტანსაცმელი, წამლები ელაგა . ჩვენ მაინც გაზეთისქვეშა სამყარო გვაინტერესებდა სადაც ძველი სურათები, დოკუმენტები, მძივის ბურთულები, სამაგრები ეწყო. ცარსკი ბეჭდიან ფურცელზე დაბეჭდილი მიწის ნასყიდობის მოწმობა, ბაბუას მედლების პასპორტები, ბებიას ბავშვობის სურათი. ბებიას და ბაბუას შეუღლებისდროინდელი დიდი სურათები (ცალკ-ცალკე), ბაბუას პირველი ცოლის სურათიც ჰქონდა შენახული (ნახე რა ლამაზი ქალიაო ამბობდა ხშირად) , ჩემი ბიძა და მამიდა(ბებიას გერები) რომელთაც ბებიას პალტოდან შეკერილი პალტოები ეცვათ. მისი მამათილის სურათი. ბებიას და ბაბუას ერთად გადაღებული სურათი არ ჰქონდათ . არ ვიცი რატომ. კომოდზე ,,იბუპროფენი,, იდო, ბებიას ,,ნამსხვანის,, წამალი. კარადაში მოწითალო , ნაქსოვი თავშალი იდო, რომელსაც მარკაზე მწევარი ეხატა. ალბათ ძაღლის ბეწვისგანაა მოქსოვილიო ვბჭობდით. კარადაში ნორკისყელიანი ლამაზი შავი პალტო ეკიდა და ღუნღულა შალის ჯემპრი. სადმე თუ მიდიოდა ტირილში, ის ეცვა. აბა ქორწილებში დიდი ხანია არ დადიოდა. ქორწილი ახალგაზრდების საქმეაო... ერთხელ ნათესავმა ქალმა უთხრა, სიკვდილამდე დაიბარე ეს ჯემპრი მე დამრჩესო. იმ ქალმა გაასწრო ბებიას... ბებიას ჩანთა თუ ჰქონდა ოდესმე არ მახსოვს. პატარა, ტყავის შავი კლატჩი ჰქონდა... შიგნით ფული და ცხვირსახოცი ედო. სანამ წამოვიზრდებოდით მე და ჩემს დას მის ოთახში გვეძინა მ _,, ჩემი ბაბაი კონტრაბანდისტი იყო, მთებით გადადიოდა თურქეთის საზღვარზე და ცხენებით ჩამოქონდა საქონელი. კოფის დალევა ახლა დეიწყო ხალხმა, ჩემი ბაბაი სულ მაგას სვამდა. ნენეისფერი ანგლისკი საპოჟკები მთელ აჭარაში არ ეცვა ვინმეს, დუხები ჩამოქონდა ისტამბულიდან იმფერი, რაცხას დაასხამდი სუნი არ გადასდიოდა მისდღემჩი, და ნაჭრები... ერთიმიორეზე უკეთესი. ,,_ მერე წაუტირებდა: _,, ნეენიი, ნეენიი, საყვარელო ჩემო ნენიიი, ნეენიი, ნეენიი, სულზე ტკბილო ჩემო ნენიი,, _ და ცრემლიან თვალებს ცხვირსახოცით ამიწმენდდა. ცხვირსახოცი მისი აუცილებელი ატრიბუტი იყო.
გვიყვებიდა თავისი დაობლებული ბებიას ამბებს, რომელიც ნათესავებმა თოთხმეტი წლისა გაათხოვეს ნაჭრის თოჯინასთან ერთად ,ორმოცი წლის კაცზე. ჩვიდმეტ წლამდე დედამთილთან იწვა ის ქალი.რამდენჯერმე გაიქცა და მოაბრუნეს, მერე შვილები გაუჩნდა და შეეგუა ცხოვრებას. ყვებოდა ბიცოლამისის ამბებს, რომელმაც წყევლა-წყევლაში :სარზე წამოცმული გნახეო, ცეცხლში დამწვარი გნახეო, ხიდან ჩამოვარდნილი გნახეო ... ექვსი შვილი ჩააწვინა კუბოში. ( სურათიც ჰქონდა ერთ-ერთი ბავშვის ტირილში გადაღებული) ყვებოდა ერთი მოხუცი ქალის ამბავს, რომელის ისეთი მადლიანი იყო, რომ მიქელგაბრიელმა არ წაიყვანა , დაპატარავდა-დაპატარავდა ეს ქალი, მუჭისოდენა გახდა და გაქრა.
თვალწინ მიდგას კალენდრის ფურცლები, კომოდის ზედა უჯრაში. ყველა შვილიშვილის დაბადებისას ,კალენდრიდან ამოხეული, ყველას წარწერა ჰქონდა ,, 1980წელი 11 ნოემბერი . დეიბადა ნათულიკაი, ოჯახის პირველი სიხარული, ენაცვალოს ბებიაი,, . სამშობიაროში არ იქნებოდა ჩანაწერი ჩემი სახელის შესახებ ჯერ გაკეთებული, ბებიაჩემმა რომ გამატარა ოჯახის არქივში და სამუდამოდ მომანიჭა ,,ოჯახის პირველი სიხარულის,, ტიტული. არა, ჩემზე უფროსებიც იყვნენ , მაგრამ ,, სახლის ბადიში სულ სხვა იყო,, როგორც თვითონ ამბობდა... არადა ყველა შვილიშვილს მის ხელში თავი ერთადერთი ეგონა. ტაფით დაგვსდევდა როცა არ გვშიოდა... გვიყვიროდა ხორხამოტეხილები ნუ ხართ ხმადაბლა ილაპარაკეთ, სირცხვილიაო...
საკუჭნაოში როცა გამგზავნიდა რამეს მოსატანად და ხელცარიელი დავბრუნდებოდი _,, ხარი რომ დიგიბა საკუჭნაოში მაგას ვერ დეინახავ შენო,,-მომაძახებდა, ფქვილიან ხელებს წინსაფარზე შეიწმენდდა და თვითონ წავიდოდა მოსატანად...
ბალახის ამოსატანად რომ მიდიოდა , ყოველთვის წელზე ეკეთა მისი შეკერილი წინსაფარი, რომლის ბოლოებიც ქამარში ქონდა ჩაკეცილი. ამოვიდოდა ოფლით დაცვარული შუბლით...ზურგზე დიდი გოდრით... თეთრი თავსაფრიდან მუდამ გამოჩრილი ჰქონდა ჯიუტი თხელი თმა, რომელსაც სულ ისწორებდა...ამოალაგებდა თავისი ჯადოსნური წინსაფრიდან ბალახის მოჭრისას ნაპოვნ წაბლს, ნიგოზს, ხურმას ან ლეღვს, მანდარინს ან გაზაფხულამდე ხეზე შერჩენილ დატკბილებულ ფორთოხალს, დაქიშმიშებულ ყურძენს...და ჩვენც იქ ვიყავით. შვილები ეხვეწებოდნენ არ გვაქვს მაგის გაჭირვება, ყველა კარგად ვცხოვრობთ, დაჯექი, მოისვენეო. ,, ცოცხალი ადამიანი რაფერ დაჯდებაო,, _ დაუყვებოდა ისევ დაღმართს. ეზოს ყვავილების მსხვერპლი იყო ჩვენი ყველა ბურთი. ყვავილებს და მწვანილებს მიჯლაგნიანო და სულ ახალ-ახალი ბურთები გრიალ-გრიალით მიფრინავდნენ თვალუწვდენელ დაღმართში. წლების მერე ვპოულობდით დაჩუტულებს. თუ ორჯერ თქმის შემდეგ სათამაშოები და საბავშვო ჭურჭელი თავის ადგილას არ აღმოჩნდებოდა, ისინიც სწავლობდნენ ფრენას, მაგრამ ბურთებივით შორს ვერა.
ნიგვზის ფოთოლს მოიტანდა ,,ჟარონაზე,, დააწყობდა , თევზს ნიგოზში შეასუნელებდა , ზევიდანაც ფოთლებით დაფარავდა , ,,დუხოვკაში,, შეწვავდა , სქელ ,,ჭადს,, გამოაცხობდა თუჯის ტაფაში და კეცის ჭადს ნატრობდა. ფიდეებს დააცხობდა გაზზედადებულ თხელ ალუმინის ფირფიტაზე, რძისგან ტკბილ ფაფას მოხარშავდა, მოხალავდა ნიგოზზს, ფენა-ფენა მოაწყობდა ,,აგია ჩემი ბაღნობის ნამცხვარიო,,... დნებოდა პირში ჩირბულს აკეთებდა, ცოტა წყალს აადუღებდა ტაფაზე, შეაზავებდა ნიორით, მარილით და ყორაოთი, ჩაახლიდა აუთქვიფავ კვერცხს , თოხლოდ მოხარშავდა, გადმოიღებდა ღრმა თეფშზე, ერთ იმდენ კარაქს დაწვავდა და მოასხამდა ზედ... მაჯუნს აკეთებდა, დამწვარ თაფლში მოხარშულ ბრინჯს ჩაყრიდა, ცოტა ხანი ხარშავდა, მერე შავ დაფქულ წიწაკას ჩაყრიდა ბლომად, ფელამუშივით დაასხამდა თეფშებზე... ახორთან ერთ ფეხზე დადგმული საკიდი ჰქონდა, ზედ ახორში შესასვლელი ლურჯი ყვავილებიანი ბამბაზიის გრძელმკლავიანი ხალათი ეკიდა და თავსაფარი, ძირს ახორის კალოშები ეწყო. გაწკრიალებული წითელი თეთრსახელურიანი ვედრო შეჰქონდა ,,ლამაზასთან,, . მართლა ლამაზი იყო ,,ლამაზა,, . რომ გამოვიდოდა მაშინვე გამოიცვლიდა ტანსაცმელს. ყოველთვის სისუფთავის სუნი ჰქონდა ბებიას... ხბოს რომ მოიგებდა ძროხა მაშინვე მოაშორებდა , ცალკე ,,მერეგში,, შეაგდებდა და ბოთლით აჭმევდა რძეს. ,, ხბოის გამონაღეჭი ძუძუიდან რძეს რაფერ დავლევო,, . არც თვითონ, არც მამაჩემი და არც უფროსი მამიდა ბებიას მოწველილი ნაწველის გარდა, ნაწველს არ ჭამდნენ... ბებიას შემდეგ კი ქარხნულს ყიდულობენ დღემდე. ბებია მაწონს ,, კასრულში,, არ აყენებდა . თლილ ჭიქებში ასხამდა თხუთმეტ-ოც ცალს. ყველასთვის. შინაურისთვის და გარეულისთვის. ჩააცივებდა მაცივარში და უკეთესს რას დალევდა კაცი.
*** მეზობელი იგონებდა, ჩვენს ეზოში მანქანა რომ გაჩერდებოდა, დედაჩემის სამზარეულოში შესვლამდე, დონდი ბიცოლას ცხელი მჭადი, კაიმაღი, ჭიქებში ცივი მაწონი დიდი სინით შემოჰქონდა უკვე ოთახში. სტუმრად როცა მივდიოდით ჩვენს მოკითხვამდე მას კითხულობდნენ, ,,როგორ ბრძანდებაო ?,,
*** _,, ბებია შენ ხომ ხარ ქართველი?,, _,,ქართველი და გიაურები თქვენ ხართ,, _,,აბა აჭარელი ხარ ბებია?,, _,,რაის აჭარელი ვარ მე?,, _აბა ვინ ხარ ბებია?,, _,, ორთაბათუმელი ვარ მე, ორთაბათუმელიო,, ისე იტყოდა ვითომ ელისეის მინდვრებზე ჰქონდა ფეხი ადგმული. ,, ორთაბათუმი,, ამბობდა ისეთი აქცენტით, ფრანგები რომ ამბობენ ,,პაღიი,, . უ ასოს წარმოთქმისას ისე ლამაზად მოწკურავდა მის კონტურიან უპომადო პომადიან ტუჩებს, რომ ჩაკოცნა მოგინდებოდა. ამ დიალოგზე უსასრულოდ დავცინოდით.
***
ბებია რომ მოხუცდა მისგან რეცეპტების ჩაწერა დავიწყე. ,,ლეჩერისთვის მწიფე ხურმას ვწურავდი პატარა გიდელში ,იმის წვენს დავადუღებდი და თეთრ ხაპს ვხარშავდი მერე შით. ზოგჯერ მოხარშულ ბრინჯსაც ვურევდი. ისე ,ნენი მაგის გამკეთებლები თქვენ არ ხართ და რომ ვკტები იმიზა დეიწყეთ ჩაწერები და სურათების გადაღებები ხომ,,-ო ჩაიცინებდა
*** ბებიამ უკუღმა წყევლა იცოდა: ,, თქვენ არ გაწყდით!,, ,,თქვენი ჯანდაბა არ იქნა!,, ,,თქვენ არ მეისპეთ!,, ღმერთს არ იტყოდა, ,, გამჩენელო! ჩემი ბაღნები ყველა კარგათ მიმყოფე, მაგენის გლახას ნუ მომასწრეფ,,-ო მაინც მოესწრო... ლადოს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ექვს თვეში წააქცია მუდამ ჯანმრთელი, მუდამ მომღიმარი, მუდამ თავაზიანი და ზრდილობიანი.
*** პატარაობიდანვე დაგვასპეციალისტა ,,ფურთის,, დურაკას,, ,,კომჭინას,, და ნარდის თამაშში. ნარდი უყვარდა განსაკუთრებით. სულ იტყუებოდა. შეხედავდა: თუ დუშაშზე ან დუბეშზე ჯდებოდა შენი კამათელი მაშინვე დააფარებდა ხელს ,,მოვჭერიო,, იტყოდა. თავის გაგორებულს ბოლომდე არ აცლიდა გაჩერებას და რაც მას აწყობდა იმას წამოიძახებდა გავაგორეო. ხელებს მოიფშვნეტდა. თუ შევეკამათებოდით ამოარტყამდა ნარდს ხელს, შეგვაყრიდა ქვებს და _,, აღარ ვთამაშობ, ვინაა თქვენი მატყუარაო,,_ბავშვივით გაიბუტებოდა. არ უყვარდა წაგება... მანამ გეთამაშებოდა სანამ არ მოიგებდა...
***
ერთ ზაფხულს ბეშუმში ვისვენებდით. ჩამოვედით. შეგვეგება, ჩაგვიკრა მადლიან ფუმფულა გულ-მკერდში... _,,წამოით ბაღნებო ახალი ხბო უნდა განახვოთო,, . გავყევით. ახორთან მისვლამდე წამოიკრა ფეხი და მენჯში მოიტეხა. მერე ექიმები, მკურნალები, არტაშანი და ხასან ხაბაზი. ან გაივლის, ან არაო, ასაკშია უკვე და მძიმე მოტეხილობააო. უმოძრაოდ წუთით არ გაჩერებულა ცხოვრებაში და ძალიან გაუჭირდა. ყოველდღე მეხვეწებოდა გარაჟში თაგვის წამალი რომ დევს ის მომიტანეო. ბაბუას ნასვამ ,,ალმაგელის,, ბოთლში ეყარა პატარა ნაცრისფერი ფხვნილი. თაგვებს უნდა დავუდოო. ვიცოდი რისთვისაც უნდოდა. ვერ გამასულელა. დებიც გავაფრთხილე. ჩვენ სკოლაში დავდიოდით. მშობლები _სამსახურში. ჩემი პატარა, 5 წლის და წუთით არ ტოვებდა. პატარა ჯორკო მის სასთუმალთან ჰქონდა დადგმული და ყველა სურვილს უსრულებდა.
სმენა ჰქონდა საკვირველი. სამზარეულოს და მის საძინებელს შორის ორი ოთახი იყო. დედაჩემს სამზარეულოში კობალტის თეფში გაუტყდა. _რა გატყდაო? _დაიძახა საძინებლიდან. _არაფერი უბრალო საინიო _მაი უბრალოის ხმას არ გავდაო...
\სამაგიეროდ მუსიკალური სმენა ჰქონდა ისეთი, ყველა სიმღერას ერთ მელოდიაზე მღეროდა. ,,კარგი იყო არ გამეცან თავიდან, შუა ზღვაში გადამაგდე ნავიდან, ჩემი გული შენ მოკალი, დახიე, ხელებს ითბობ ცეცხლის ალსი გამხვიე"
მერე მიაყოლებდა:
ხაროში პაპიროზი ესტ ,,ბატუმი,, იშო ლუტშე ,,პრიმა,, ი ,,ყაზბეგ,, ესლი დენგი ნეტუ ზაკურიმ ,,რაკეტუ,, სრაზუ ვიდნა ბედნიი ჩელოვეკ.
მისი რუსული ცალკე აღნიშნვის ღირსია. მამამ და მამიდამ რუსეთში სწავლის დროს წაიყვანეს ექიმზე საჩვენებლად. ,,რამატიზმები მაქ და ნამსხვანი მტეხსო,, (სხეული მტკივაო). მიიყვანეს ექიმთან _ჩტო უ ვას ბალიტ? _ეტა კალენა ბალიტ_ იდაყვი მიუშვირა ბებიამ ექიმს. _ვსე ანალიზი ნადა სდელატ, კროვ, მაჩა, სტულ... _რაიო, ვოტ სტულ, ვოტ სტულ სადიტეს პაჟალუსტა-ო _რაფერ თქვენით ვერ მიხთით და ექიმი ფეხზე დააყენეთო _მიუბრუნდა მამიდას. (გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ეს თავი განსაკუთრებულია...
ძალიან საინტერესო.
ვაგრძელებ :)
+5 ეს თავი განსაკუთრებულია...
ძალიან საინტერესო.
ვაგრძელებ :)
+5
22. მართლაც სიამოვნებაა ამის წაკითხვა. მართლაც სიამოვნებაა ამის წაკითხვა.
21. მომწონს მე ასეთი ამბები!
ნათია ილუსტრაციაში დადე სურათები. მომწონს მე ასეთი ამბები!
ნათია ილუსტრაციაში დადე სურათები.
20. სჯობდა, არ წამეკითხა =)
კარგია, კი სჯობდა, არ წამეკითხა =)
კარგია, კი
19. გმადლობთ ჭა, ლელა.
ქალბატონო თამარ, არ მახსოვს მაგის რეცეპტი )) გმადლობთ ჭა, ლელა.
ქალბატონო თამარ, არ მახსოვს მაგის რეცეპტი ))
18. რომიცოდე რა იამოვბით ვკითულობ და როგორ შემიყვარდა ეს შენი ბებია...:-* ძალიან კარგი პროზაა ნათია...5 განსაკუთრებით მომეწონა გაზეთების ქვეშა სამყარო..არაჩვეულებრივად გავს აღწერილი...:-* რომიცოდე რა იამოვბით ვკითულობ და როგორ შემიყვარდა ეს შენი ბებია...:-* ძალიან კარგი პროზაა ნათია...5 განსაკუთრებით მომეწონა გაზეთების ქვეშა სამყარო..არაჩვეულებრივად გავს აღწერილი...:-*
17. "ფიდეებს დააცხობდა გაზზედადებულ თხელ ალუმინის ფირფიტაზე, რძისგან ტკბილ ფაფას მოხარშავდა, მოხალავდა ნიგოზზს, ფენა-ფენა მოაწყობდა ,,აგია ჩემი ბაღნობის ნამცხვარიო,,... დნებოდა პირში"...
ა, ამის რეცეპტი მინდა, ნათია... :)))) "ფიდეებს დააცხობდა გაზზედადებულ თხელ ალუმინის ფირფიტაზე, რძისგან ტკბილ ფაფას მოხარშავდა, მოხალავდა ნიგოზზს, ფენა-ფენა მოაწყობდა ,,აგია ჩემი ბაღნობის ნამცხვარიო,,... დნებოდა პირში"...
ა, ამის რეცეპტი მინდა, ნათია... :))))
16. რა ბედნიერი ბებია ყოფილა, ასე რომ ყვარებია შვილიშვილს. რა ბედნიერი ბებია ყოფილა, ასე რომ ყვარებია შვილიშვილს.
15. დიიიდი მადლობა ) დიიიდი მადლობა )
14. მომწონს თხრობის მანერაც, შინაარსიც და ავტორი ხომ მომწონს და მომწონს ... გულისხმება პირველი ნაწილიც... ანუ მომდევნოც წინასწარ :)
მომწონს თხრობის მანერაც, შინაარსიც და ავტორი ხომ მომწონს და მომწონს ... გულისხმება პირველი ნაწილიც... ანუ მომდევნოც წინასწარ :)
13. მიყვაარს მე თქვენი "ორთაბათუმელი" ბებია ♥ ჩემი ბებიკოო კიდევ უფრო მეტად მომანატრა ამ ნაწერმა)** მიყვაარს მე თქვენი "ორთაბათუმელი" ბებია ♥ ჩემი ბებიკოო კიდევ უფრო მეტად მომანატრა ამ ნაწერმა)**
11.
ქალბატონო თამარ, რომელი კერძის რეცეპტი გაინტერესებთ? ))
ბუდულა , ყველა ბებია განსაკუთრებულია. ))
მწერალი, გმადლობთ )
ქალბატონო თამარ, რომელი კერძის რეცეპტი გაინტერესებთ? ))
ბუდულა , ყველა ბებია განსაკუთრებულია. ))
მწერალი, გმადლობთ )
10. ეჰ, ბები ბებია...ყველა ბავშვის ტკბილი მოსაგონარი. ბებიაჩემი გამახსენდა და ვიტყვი ბარემ:) ამოვიდოდა ჩვენთან(ცალკე ვცხოვრობდით) დაიფერთხავდა კაბას და უი, ბოვშებო,კიარ დამავიწყდა რისთვის ამოვედიო? ვხარხარებდით ჩვენ ამაზე.მერე დედაჩემს, სამსახურიდამ მოსულს, ამბავს დაახვედრებდა: დამჯდარან ორივე დანები და ფქვეფავენ და თქვეფავენო( დანებს ამბობდა დების მაგივრად და გვიწუნებდა,სულ რომ ნამცხვარს ვაცხობდით:)))))))) გახიარე ნათია.+5 ეჰ, ბები ბებია...ყველა ბავშვის ტკბილი მოსაგონარი. ბებიაჩემი გამახსენდა და ვიტყვი ბარემ:) ამოვიდოდა ჩვენთან(ცალკე ვცხოვრობდით) დაიფერთხავდა კაბას და უი, ბოვშებო,კიარ დამავიწყდა რისთვის ამოვედიო? ვხარხარებდით ჩვენ ამაზე.მერე დედაჩემს, სამსახურიდამ მოსულს, ამბავს დაახვედრებდა: დამჯდარან ორივე დანები და ფქვეფავენ და თქვეფავენო( დანებს ამბობდა დების მაგივრად და გვიწუნებდა,სულ რომ ნამცხვარს ვაცხობდით:)))))))) გახიარე ნათია.+5
9. გაიხარე ნათია :) მართლა ძალიან მომეწონა :) +5555555 დამსახურებულად :) გაიხარე ნათია :) მართლა ძალიან მომეწონა :) +5555555 დამსახურებულად :)
8. ნათია, რეცეპტებს რომ წერ, ბარემ ბოლომდე გვითხარი, შე–ქალო, რა როგორ კეთდება?!
გემრიელი ნაწერია! :) 5 ნათია, რეცეპტებს რომ წერ, ბარემ ბოლომდე გვითხარი, შე–ქალო, რა როგორ კეთდება?!
გემრიელი ნაწერია! :) 5
7. ნახევარი წავიკითხე, მაგრამ ისეთი დაღლილი ვარ თვალები მეხუჭება. თან ვერც ველევი, მაგრამ ხვალ გულიანად ჩავუჯდები და წავიკითხავ :)
აქ ისევ მოვბრუნდები.
მომეწონა ის რაც წავიკითხე. და ოსამა ბილლადენის გულღია, იუმორით სავსე კომენტარები მომეწონა კიდევ :)) ნახევარი წავიკითხე, მაგრამ ისეთი დაღლილი ვარ თვალები მეხუჭება. თან ვერც ველევი, მაგრამ ხვალ გულიანად ჩავუჯდები და წავიკითხავ :)
აქ ისევ მოვბრუნდები.
მომეწონა ის რაც წავიკითხე. და ოსამა ბილლადენის გულღია, იუმორით სავსე კომენტარები მომეწონა კიდევ :))
6. დიდი მადლობა )) ყველას.
დიდი მადლობა )) ყველას.
5. როგორი დეტალები ახსოვს ამ ნათულიკას :)
აცოცხლებს ყველაფერს! ჩემი აჭარელი მამიდაშვილები იმერეთში რომ გვესტუმრებოდნენ ზაფხულობით, ვხალისობდით მათ მეტყველებაზე, განსაკუთრებით "ახორზე", 'ზედა ყადზე", "ფხალლობიაზე"...:) ახლა ისე ტკბილად მომხვდა ყურს ეს აჭარული დიალექტი და გემოც კი ვიგრძენი ჩირბულის, ლეჩერის...
ყოჩაღ, ნათია! როგორი დეტალები ახსოვს ამ ნათულიკას :)
აცოცხლებს ყველაფერს! ჩემი აჭარელი მამიდაშვილები იმერეთში რომ გვესტუმრებოდნენ ზაფხულობით, ვხალისობდით მათ მეტყველებაზე, განსაკუთრებით "ახორზე", `ზედა ყადზე", "ფხალლობიაზე"...:) ახლა ისე ტკბილად მომხვდა ყურს ეს აჭარული დიალექტი და გემოც კი ვიგრძენი ჩირბულის, ლეჩერის...
ყოჩაღ, ნათია!
4. ოოოოოო რუსული რუსული :))))))))))) ბებია 3-იც კარგი იქნება და არ მომბეზრდება ასე საყვარლად გადმოცემული ამბების წაკითხვა, პატარა ქალო :* :*
5+ ოოოოოო რუსული რუსული :))))))))))) ბებია 3-იც კარგი იქნება და არ მომბეზრდება ასე საყვარლად გადმოცემული ამბების წაკითხვა, პატარა ქალო :* :*
5+
3. ბებია 4 - შავი ბებიის აღზევება :D:D ბებია 4 - შავი ბებიის აღზევება :D:D
2. ახლა დავაკვირდი :D
მალე ურაკპარაკზე _,,ბებია 3,, DDD ახლა დავაკვირდი :D
მალე ურაკპარაკზე _,,ბებია 3,, DDD
1. "ბებია 2" : ))) რაღაც სუპერგმირის ასოციაციას იწვევს სათაური : )))))))))))))))))) ჰეჰეჰეე. კაია ++ "ბებია 2" : ))) რაღაც სუპერგმირის ასოციაციას იწვევს სათაური : )))))))))))))))))) ჰეჰეჰეე. კაია ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|