ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2013


ხე

და როცა მეხისგან შუაზე გახლეჩილ ხესავით-
დავდგები ცის ქვეშ და დავდგები ისეთი სიმშვიდით.
ხელები წამერთვა, ვეღარ ვგრძნობ... მიწაში ფესვებიც...
წახვედი...მინდორი...წვიმაა...სივრცული სიშიშვლე...

ან როცა ვაპირებ გავშრე და გავცოცხლდე, კვირტები-
ტოტებზე ჭორფლებად, ჭორფლები სახეზე წრიული...
როცა არ იცი და ერთბაშად სამყაროს კიდეა!
სრულად ვარ გახლეჩილ სხეულში- სული და ვწრიალებ...

და როცა მეხისგან შუაზე გახლეჩილ ხესავით...
ნაფოტი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები