სულ უფრო ხშირად მახსენდება ჩემი დაღლილი ბაბუ, რომელიც მარტო უვლის ეზო-კარს ახლა, ბაბუ, რომელსაც არ ჰქონია თუმცა მარტივი ყოფა, არ მახსოვს, დაეჩივლოს ოდესმე დაღლა. ჩვევად მაქვს უკვე, ყოველ ღამით ვსტუმრობ ძილის წინ ადგილებს, სადაც დამრჩენია ბავშვობის წლები, ყველაზე მკრთალი რეალობა ხდება თბილისი ჩემთვის და ვხვდები, რომ მისთვისაც უფერო ვხდები. ვსტუმრობ მთა-გორებს და პირველი ლექსის ტიტინი მესმის ვენახში, სადაც სტროფებს მელანი აკლდათ, ავტორს - ასაკი, ვფარფატებდი თოთო ჩიტივით მაშინ და მორცხვად ვეკრობოდი საყვარელ კალთას. დაძინებისას ნოსტალგია მიპყრობს სულ უფრო სწრაფად, ჩემივე გულისცემა მიდგას თავდებად სიზმარშიც, სადაც მიცხადდება ბაბუ, სოფელი და ძველი სახლი, დღითიდღე რომ პატარავდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. დაძინებისას ნოსტალგია მიპყრობს სულ უფრო სწრაფად, ჩემივე გულისცემა მიდგას თავდებად სიზმარშიც, სადაც მიცხადდება ბაბუ, სოფელი და ძველი სახლი, დღითიდღე რომ პატარავდება. +5 დაძინებისას ნოსტალგია მიპყრობს სულ უფრო სწრაფად, ჩემივე გულისცემა მიდგას თავდებად სიზმარშიც, სადაც მიცხადდება ბაბუ, სოფელი და ძველი სახლი, დღითიდღე რომ პატარავდება. +5
16. ეს ის შემთხვევაა, როცა სარითმო წყვილებზე მეტად შინაარსი მეტყველებს და გამოწვეული ემოცია... ეს ის შემთხვევაა, როცა სარითმო წყვილებზე მეტად შინაარსი მეტყველებს და გამოწვეული ემოცია...
15. დიდი მადლობა, გაიხარეთ :)
იყოს აქაც ეს ანონსი:
პარასკევს, 21 ივნისს, საღამოს 7-ის ნახევარზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება თეა თაბაგრის ლექსების მეორე კრებულის, სახელწოდებით "დაბრუნებამდე" წარდგინება.
ღონისძიების მხარდამჭერია " საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია".
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს გიო ძამუკაშვილი...
მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას ქუჩა № 8 ("თბილისი მარიოტის" უკან)
გელით :)
დიდი მადლობა, გაიხარეთ :)
იყოს აქაც ეს ანონსი:
პარასკევს, 21 ივნისს, საღამოს 7-ის ნახევარზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება თეა თაბაგრის ლექსების მეორე კრებულის, სახელწოდებით "დაბრუნებამდე" წარდგინება.
ღონისძიების მხარდამჭერია " საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია".
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს გიო ძამუკაშვილი...
მისამართი: თბილისი, გ. ჭანტურიას ქუჩა № 8 ("თბილისი მარიოტის" უკან)
გელით :)
14. პოეზიაა და თანაც რა მძიმე და მსუბუქი ერთდროულად... დღეს დავწერ რამეს აუცილებლად :) პოეზიაა და თანაც რა მძიმე და მსუბუქი ერთდროულად... დღეს დავწერ რამეს აუცილებლად :)
13. ძალიან კარგია, თეა! მოგიკითხეთ დიდი პატივისცემით, სიყვარულით და მონატრებით! ძალიან კარგია, თეა! მოგიკითხეთ დიდი პატივისცემით, სიყვარულით და მონატრებით!
12. 11 - მგონი კარგია, რომ მასწვლებელი არ ხარ. პიეზია ნამდვილად არაა, გეთანხმები:)
დანარჩენს ყველას დიდი მადლობა! :)
11 - მგონი კარგია, რომ მასწვლებელი არ ხარ. პიეზია ნამდვილად არაა, გეთანხმები:)
დანარჩენს ყველას დიდი მადლობა! :)
11. მეორე კლასის მოსწავლე რომ იყო და მე მასწავლებელი ნაწერში 10 დაგიწერდი როგორც პიეზია 0 თანაც უფრო დიდ კლასში ხართ,ვიდრე მეორეში... მეორე კლასის მოსწავლე რომ იყო და მე მასწავლებელი ნაწერში 10 დაგიწერდი როგორც პიეზია 0 თანაც უფრო დიდ კლასში ხართ,ვიდრე მეორეში...
10. ოჰ როგორ მესიამოვნა ეს ლექსი, ეს ის შემთხვევაა, როცა წრფელი გრძნობით დაწერილი ლექსი ცუდი ვერ გამოდის )) გამახსენდა ბაბუა... რითმების სისუსტეს რაც შეეხება იგრძნობა მცირედად, იმიტომ რომ უმრავლესობა ძლიერი რითმებია და "კონტრასტი" იქმნება ოჰ როგორ მესიამოვნა ეს ლექსი, ეს ის შემთხვევაა, როცა წრფელი გრძნობით დაწერილი ლექსი ცუდი ვერ გამოდის )) გამახსენდა ბაბუა... რითმების სისუსტეს რაც შეეხება იგრძნობა მცირედად, იმიტომ რომ უმრავლესობა ძლიერი რითმებია და "კონტრასტი" იქმნება
9. რა კარგი ლექსია...5 ბავშვობის ტკბილი მოგონება...:-* რა კარგი ლექსია...5 ბავშვობის ტკბილი მოგონება...:-*
8. სევდიანი, თბილი , გემრიელი მოგონებების ლექსი! სევდიანი, თბილი , გემრიელი მოგონებების ლექსი!
7. 4) - ნამდვილად აჯობებს, ჩავანაცვლებ. დაწერისთანავე დავდე და... :) ორიოდ რითმაზეც გეთანხმებით.
უღრმესი მადლობა ყველას :)
4) - ნამდვილად აჯობებს, ჩავანაცვლებ. დაწერისთანავე დავდე და... :) ორიოდ რითმაზეც გეთანხმებით.
უღრმესი მადლობა ყველას :)
6. რომ იგრძნობ =) რომ იგრძნობ =)
5. შეგნებულად მოვიტოვე ეს ლექსი დღის ბოლოსთვის- გამყვეს ეს დადებითი ემოცია აქედან.
მშვენიერი ჩვევაა ეგ - ძილისწინ ბავშვობის წლების და ადგილების მონახულება, თერაპიაა ერთგვარი:) შეგნებულად მოვიტოვე ეს ლექსი დღის ბოლოსთვის- გამყვეს ეს დადებითი ემოცია აქედან.
მშვენიერი ჩვევაა ეგ - ძილისწინ ბავშვობის წლების და ადგილების მონახულება, თერაპიაა ერთგვარი:)
4. კარგი ლექსია ნამდვილად აზრობრივად. ტექნიკურად რამდენიმე რითმა მესუსტა.
"ყველა ძილის წინ" – ეს ფრაზა რაღაცნაირად ვერ მოხვდა ყურს. დაძინებისას ხომ არ აჯობებდა?
წარმატებები და კეთილი სურვილები ++++ კარგი ლექსია ნამდვილად აზრობრივად. ტექნიკურად რამდენიმე რითმა მესუსტა.
"ყველა ძილის წინ" – ეს ფრაზა რაღაცნაირად ვერ მოხვდა ყურს. დაძინებისას ხომ არ აჯობებდა?
წარმატებები და კეთილი სურვილები ++++
3. ძალიან მომეწონა.საოცრად ნოსტალგიურია,დავბრუნდი მოგონებებით ჩემ წინაპრებთან 20 წლის წინ :(.რა თბილი იყო ბავშვობა.მადლობა თეა რომ დამაბრუნე უკან საიდანაც რთულია თავის დაღწევა ბოლომდე. +2 დიდი პატივისცემით. ძალიან მომეწონა.საოცრად ნოსტალგიურია,დავბრუნდი მოგონებებით ჩემ წინაპრებთან 20 წლის წინ :(.რა თბილი იყო ბავშვობა.მადლობა თეა რომ დამაბრუნე უკან საიდანაც რთულია თავის დაღწევა ბოლომდე. +2 დიდი პატივისცემით.
1. როგორი ნოსტალგიურია... შენებური, სასიამოვნო... სითბო სჭირდებათ შვილიშვილების ბაბუებს (პაპებს) და ბებიებს... აუცილებლად... :)
"ყველა ძილის წინ ნოსტალგია მიპყრობს სულ უფრო სწრაფად, ჩემივე გულისცემა მიდგას თავდებად სიზმარშიც, სადაც მიცხადდება ბაბუ, სოფელი და ძველი სახლი, დღითიდღე რომ პატარავდება." როგორი ნოსტალგიურია... შენებური, სასიამოვნო... სითბო სჭირდებათ შვილიშვილების ბაბუებს (პაპებს) და ბებიებს... აუცილებლად... :)
"ყველა ძილის წინ ნოსტალგია მიპყრობს სულ უფრო სწრაფად, ჩემივე გულისცემა მიდგას თავდებად სიზმარშიც, სადაც მიცხადდება ბაბუ, სოფელი და ძველი სახლი, დღითიდღე რომ პატარავდება."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|