ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2013


გოდერძი ჩოხელის ხსოვნას

შენ, ანგელოზის ფრთები შეისხი,
ისე გასწიე ფერთა კვდომისგან,
იმ მხარეს, სადაც უსასრულობა
უკვდავებას და გვირგვინს მოგიტანს.
პირობითობის ველში მოხვედრილს,
(სხეულთან ბრძოლას ემსხვერპლე ლამის),
გიჭირდა ყოფნა,არყოფნა გსურდა,
ბლომად იგემე ამ ქვეყნის შხამი.
ეხლა მზეებთან გაათევ ღამეს,
შენი იები გულში გვყავს მცველად,
შენს დიდ სიყვარულს გაგვინაწილებ,
ქედნის ღუღუნში ავიდგავთ ენას.
ცეცხლსაც დაგვინთებ შენი გრძნობებით,
კერას გაგვითბობ, გაყინულ გულსაც,
როგორც ფუტკარი, აგროვებ ნექტარს,
ღმერთკაცებისთვის ამზადებ ნუგბარს.
სამყარო ისევ ტრიალებს, ბრუნავს,
შენ მოფრინდები სევდის მერცხლებით,
რომ წინაპართა საქართველოდან
გვითხრა: ღრმადაა მუხის ფესვები.
კაცურ-კაცობით, ალალ-მართლობით,
ფართოდ გაწიე მამულის მხრები,
ახალ თაობებს მიეცი საზრდო,
უბრალო მოკვდავთ შეგვასხი ფრთები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები