ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
30 მაისი, 2013


უცხოპლანეტელები ჩვენს შორის.......

...დედამიწაზე თურმე ბევრი უცხოპლანეტელი ყოფილა!

მაგრამ მათ ვერ იპოვით მეტროსთან, ისინი არ "აბირჟავებენ"

ვერც "კოკა-კოლის" ბოთლით ხელში დაინახავთ!... მათ იციან რომ ეს შხამია.

ამ არსებებს ვერც შაურმით ხელში დაინახავთ....

ისინი უფრო ხშირად მეტროში გამოჩნდებიან ხოლმე, ზიან წყნარად და ხელში წიგნი უჭირავთ, ჩვენ, რა თქმა უნდა გადმოკარკლული თვალებით გადავხედავთ ხოლმე მათ და ისევ  მობილურს ჩავუღრმავდებით... და აზრადაც არ მოგვდის რომ ზუსტად ესაა ერთ-ერთი უცხოპლანეტელი!
  საოდუმლოდ გეტყვით  , მე მათი დისლოკაციის ადგილიც აღმოვაჩინე! ჩუმად! ეტყობა იქაა პარალელურ სამყაროში გადასასვლელი  კარი!...ეს ..ეს  ....ბიბლიოთეკაა!

მერე? კიდევ არიან ასეთები, სახლში ჩუმად რომ შედიან და გამოდიან,სკანდალის გარეშე!... ვერც ვგრძნობთ ხოლმე ისე...აბა რა უნდა ვიფიქროთ? უცხოპლანეტელია!... არც ღამე ხმაურობენ...დიახ! არავითარი გაწევ-გამოწევა!...არავითარი  ოჯახური ძალადობა!  პატრული ხომ ისვენებს  ასეთებზე!...როცა ჩვენ ვსვამთ ლუდს, არაყს, (უფრო ხშირად ორივეს) სამზარეულოში და ზოგიერთები კი ეზოში ღნავიან , დაბანცალობენ ან კივიან თან მაგრად ერთობიან, დედას აგინებენ ერთმანეთს ,ისინი , (ეს უცხოპლანეტელები) ზიან წყნარად, მწვანე ჩაის სვამენ და ჩვენზე გადასცემენ ცნობებს, კოდირებულ სიგნალებს, თავის პლანეტაზე!


ხოლო ერთადერთი ადგილი სადაც ისინი არ არიან, ეს კაზინოა.ეტყობა ბლოკავს მათ სიგნალებს კაზინოს გამოსხივება!

რა საშინელებაა, არაა?..........

ჩემი ნება რომ იყოს, დავხოცავდი ამ საზიზღარ არსებებს.სულს ამოვხდიდი! რატომ არ ცხოვრობენ ჩვენსავით, რატომ? რატომ? რატომ?

განა ძნელია გამოხვიდე გარეთ, დალიო ეზოში ბიჭებთან, მერე მოგეჩვენოს რომ შეგაგინეს და გაერთო კარგად. ან შენ იქნები ქვემოთ და ან ის....რა კარგია, ხოო? მერე გაგაშველებენ...კიდევ დალევთ..მერე მეუღლეები დაიკივლებენ ფანჯრებიდან:

---ამოდი! გეყო! გაგისკდა მუცელი!

---ბავშვი ბიძიას გეძახის უკვე! ამოდი! დაენახვე!

ასე არ ჯობია? იცხოვრე რააა!....დაჯექი კორპუსთან, დალიე, ღამის სამ საათამდე, იმღერე , იღნავლე!.....მთავარია გაგება თორემ  მეზობლებს რომ ძილი უნდათ  და დილით სამსახურში მიეჩქარებათ, ეგ აბა რა სალაპარაკოა?...

გასაწყვეტები არიან ეგ უცხოპლანეტელები!!!!!!




ს.ნ. 2013.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები