ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2013


კლოე და კანე <3

კლოე არ დავიშლი დალალებს,
კლოე არ ავყვები ცხოვრებას.
დაო შენს უბეში დამმალე...
როგორც შინაური ცხოველი...

კლოე ზღვასავით და ხანდახან-
ხელში შემომდნარი ნაყინი,
ჩვენი ფანჯრებიდან ხარდნები,
მზე რომ იცინის და აყვები...

კლოე გაიღიმებს, უცხოა
ჩემთვის- ჩემი კლოეს  ღიმილი...
როცა ერთმანეთეს ვერ უწყობენ
ნაბიჯს პერანგი და ღილები...

კლოე ადგება და წასვლისას-
ჩემს შუბლს შეეხება ტუჩებით
ჩართავს გრამაფონს და ვალსია,
ყველა საღამო აქვს უჩემო...

კლოე უშენობა მაწუხებეს!
დაო არ მასვენებს წარსული!
აჰა შებინდდა და მწუხრივით
მხრებზე ჩამომაწვა ავსული...

კლოე თუ არ მიზის თავთან ან,
კლოეს თუ არ მოაქვს საუზმე...
კანეს ეყინება თათები,
ჩემი თითები კი მაუზერს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები