ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2013


XXX

მე ვწერ,ვოცნებობ,ვფიქრობ საჯაროდ,
დრო კი ნელ-ნელა ფირნიშთან მიდის,
არ ვიცი,რას ვქმნი ან ვის ვაჯავრებ,
ვწერ მაშინ,როცა ღამეა მშვიდი,
როცა გონება დამფრთხალ ოცნებებს
გულში ჩაიკრავს,შემოირიგებს.
ანთია სადღაც დიდი კოცონი,
ფრთხილად მივყვები უცხო ბილიკებს
ვწერ მხოლოდ მაშინ,ვწერ სიგიჟეზე,
მონატრებაზე,ძმობაზე,შენზე.
მინდა პლანეტის კიდით-კიდემდე,
რომ გავაფრინო,მე ამას შევძლებ!
ახლაც ღამეა,ბნელი და ჩუმი,
ოთახში რაღაც ჩხაკუნობს,მიდის...
ქუჩაში ზანგი პატარა ურმით,
ნაგავზე ნაპოვნ ოცნებებს ჰყიდის...
მე კი ვწერ და ვწერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები