ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2013


მუხბეს

ყველა მაისი თავისებურ სევდას მიტოვებს,
ვერგავლილ ტკივილს,მონატრებას,უიმედობას,
გარეთ დარია,ჩემში თითქოს ისევ მოთოვა,
მე დღემდე გგლოვობ,როგორც მუხბეს,როგორც მეგობარს.
ექვსი წელია მაისის თვე მოდის უშენოდ,
მუხბე,ეს წელიც ძველი წლების ანარეკლია,
შენ,მიგვატოვე,გაგვექეცი და თავს უშველე,
ასე უშენოდ,მივუყვებით ბილიკს,ეკლიანს.
მას შემდეგ კიდევ ბევრმა წყალმა ჩაირიხინა,
მას შემდეგ,კიდევ ბევრი გაჩნდა გულში ნაპრალი,
ცრემლის ღრუბელმა კოკისპირულ წვიმად იდინა,
ბევრი დავკრძალეთ,ბევრიც კიდევ მხოლოდ დავფალით,
მაგრამ ტკივილმა,იმ ტკივილმა,რაც შენგან დარჩა,
ვერასდიდებით ვერ მოძებნა დარაბა,ღრიჭო...
შენ, ჩვენში ცხოვრობ,ჩვენში სუნთქავ,გარედან არ ჩანს,
მაგრამ შიგნიდან შენნაირად გვტკივა და ვბიჭობთ...
მუხბე, ნუ დარდობ,მოვა დრო და ჩვენც მანდ ვიქნებით,
აქ ხომ ჭრილობებს ვეღარ ვირჩენთ,მხოლოდ ვიყუჩებთ,
და თან თავს ვირთობთ,არ გვცილდება სევდა,ფიქრები...
ისევ მოველით ლაღ მართვეებს,ბოკვრებს,ნიკუშებს...
მუხბე,ნუ დარდობ, დრო მოვა და ერთად ვიქნებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები