ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2013


ქალი-მისანი. სალაღობო

თეთრი სამოსი გიხდება ისე,
როგორც ფერიას,
თვალებით დაგაქვს ხეობის ნისლი,
შენზე მღერიან
ზეცაში,თავად ფერიები,
სერაფიმები,
თმას ცისარტყელის ფერი გება,
უნაპიროა
შენი თვალების ჰორიზონტი,
იქ მზე ანთია,
სულში გიყვავის ჰორტენზია,
მთვარემ ათია
ალვის ტოტებზე ჩამომჯდარმა,
ქროდნენ ქარები...
ალვებით მთვარე გაიწკეპლა
შეუბრალებლად,
შენ კი თვალებში ჩაგწოლიან
ჩუმი ნისლები,
თენდება.სდგები საწოლიდან
ქალი-მისანი.

დმ.07.06.2013წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს