აქ სილურჯეა, თითქმის შენი თვალების ფერი, და სწორფრებივით ეხებიან ნაპირს გემები, ეჰ, ჰორიზონტის ყურებაში ჩამეწვა ღერი სიგარეტის და... ახლა ქვები დაიჩემებენ, რომ გული არ მაქვს, რომ დავკარგე გზა და სავალი, და რომ ტალღებსაც იშვიათად თუ გავიხსენებ, - გამკიცხეს ქვებმა... იქნებ იყოს გამოსავალი, ღმერთო, მიხსენი...
ბათუმი 8 ნოემბერი ეს დრო და ეს საათი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|