ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2013


ვერგამაცია... ( ისევ წინარე... )

(ძმებში ნათქვამი)

ბიჭებო მოვყვეთ ძველი ხაბარი და ერთგულები დავრჩეთ ძმადესი... სალესავი ხარ ჩემი მამულო... ერთხელ მამღერე სანამ ამლესდე... მესმის კისკისი შიმუნვარების... ლორთქოს ლიტაოს ვარჩევ ხადუმის... ვინ თქვა სიყრუე გამურვანების ...შიბ-მერდინები მომაქვს ხათუნი...მინდა გიბოძო მაზა მურასის ან მალიათი ლექსის ორესი...ცასა და მიწას შორის შუაში... ვერგაძლებაა იმსიშორესი... ქავ-ქარკაპიან შენს ჩარბს ვეახლე... მსურდა ჩაროზად სისხლის ძანძახი... ზეხმელებიდან ჩამოდგა ცახე და დილას მკიდებს გულზე ხუნძახის... პაპის ურემი: კოფო, ნამგალი... ურემში კურო: ხათა, ლაფაჩი... ლაინისფერი ურა ეს სამგლე... კინაღამ თერგის ყელში დავახრჩე... ქარავანები მიძღვის ქამხების... კივის ბოჰემა ქეში რიოში... მაგრამ ხეივნის მოჩარდახება ანდა შავრების ქანცი იორში... რამ შემიცვალოს: ჩერო ხვალოსი... მანეულიდან ლეშხი შხეროზე ...ჩქონებზე ჩელხით შუმი სალოსი და ლეგენდები საქართველოზე... უნდა მოვხადო ყველა ორშიმოს ისე რომ ლაგვანს გასძვრეს ნიათი... შენი ჩირთი რომ დავალლოცვინო... სულმა გატეხოს უფლის ხმიადი... ძმებო მოყევით ძველი ხაბარი და ერთგულები დარჩით ძმადესი... ხორასნები ხართ თქვენი მამულის და მამულია თქვენი სალესი...

...
უნდა შეხედო ამ ლექსებს ერთხელ, თუ გსურს მეორედ ისე მოგგრიხოს... გრძნობდე მათ უღვთო თვალების ეთერს, აცახცახებდე ძარღვებში დიდგორს...უნდა შეცვალო მსოფლიო თორნი... რომ არ მოუნდეს მეოთხე ადამს... ნუთუ რაიმეს შევცვლით ჩვენ ორნი... ჩვენი თავის და ცხოვრების გარდა... ძმაო იფიქრე ასე როდესაც მახსოვს მე შენგან ვისწავლე ფიქრი... ამ ავანგარდსაც და იმ მოდერნსაც... ბოლოს ქაოსის მეძავურ ქირქილს... როგორ ვაჯობეთ რა გასაოცრად, სიკეთის ამწეს ლეწდა მაქცია... ალბათ არ იყო სატანა მოცლით და ბავშურ შუბლში ვერ გამაცია...მას მერე ბიჭო... მე ლექსის მაჟარს... ყოველდღე დაღლილ საფერთქელს ვახლი... როგორც ლაგვინში მდუღარე მაჭარს... როგორც წოვა თუშს ლეკებზე შავხლით... ბოლოს მივხვდებით მარადის მრუდეს... გაგვახსენდება რაც იყო ნაღდი... უკვდავებისთვის ვინც გინდა გსურდეს... ჩემს მოსაკლავად შეიარაღდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები