ექიმმა, კაცია თმაშეთხელებული, მითხრა, ბალღი ხარო მაგდენი დარდისთვის, სცადე გიხაროდეს ყოველი დღე გულით, და თავის ტკივილიც უთუოდ გაგივლის.
თვალებსაც, სივრცეში უაზრო ყიალით დაზაფრულს, სიმშვიდე ასწავლე სჯობია, ჩათვალე, ცხოვრება, უბრალოდ, ტიალი, დროისგან ნაწრთობი შეშლილი ლოთია.
არ აჰყვე, ჩაგითრევს, დაგშრიტავს ცრემლისგან, გალაღდი, მსუბუქი ნაბიჯით იარე, ყველა გზას ნუ აქცევ საკუთარ ტკივილად, და ყველას ვაებას ნუ გაიზიარებ.
უსმინე მუსიკას! იცი, ბავშვობიდან, თავს მეც სიმღერების ტრფიალით ვირთობდი, ვეძებდი რაღაცას, სად იყო ლოგიკა ამგვარი ძიების, თუმცა, არ ვიცოდი.
შენ გირჩევ პატარავ, გალაღდი, მოეშვი, მოეშვი მაგდენ ფიქრს, ნერვების გადაღლას, აბებსაც დაგახმარ , მოგიხსნის სევდას, შიშს და ძილიც დაგიცხრეს იქნება ამაღამ.
ასე ნუ მიყურებ, იწამე წამლობის, ეცადე, შეძელი, იპოვე ხალისი... ლექსებს წერ?! მაშინ კი, თითქოსდა, გამოდის ტყუილად გავრჯილვარ, რაღა ვთქვა - არ ვიცი.
იქნებ, წამაკითხო მეც შენი ლექსები, იცი, პოეზია ძალიან მიტაცებს, მაინც არ დახიო ეგ ჩემი რეცეპტი, მასზეც მიაწერე რამე და გიწამლებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. მაშინ წავიკითხე.
კომენტარი დამვიწყებია.5 მაშინ წავიკითხე.
კომენტარი დამვიწყებია.5
30. დვმიწყებია მაშინ იქ დაკლიკვა დვმიწყებია მაშინ იქ დაკლიკვა
28. ჩემი უთბილესი მზე... :) ჩემი უთბილესი მზე... :)
27. უმაგრესია და თე..მეც რომ მივედი ექიმთან ჩემი გაუთავებელი თავის ტკივილების გამო..იგივე მითხრა და დღემდე იმავეს მიმეორებს :)
უმაგრესია და თე..მეც რომ მივედი ექიმთან ჩემი გაუთავებელი თავის ტკივილების გამო..იგივე მითხრა და დღემდე იმავეს მიმეორებს :)
26. :) ნიკი, ალბათ, იმიტომ, რომ წაიკითხეს უბრალოდ :) :) ნიკი, ალბათ, იმიტომ, რომ წაიკითხეს უბრალოდ :)
25. ვისაც არ მოეწონა ნეტა იმას რაღაზე უხდი თეა მადლობას? ვისაც არ მოეწონა ნეტა იმას რაღაზე უხდი თეა მადლობას?
24. უღრმესი მადლობა ყველას - ვისაც მოგეწონათ, ან ვისაც არ მოგეწონათ! :) გაიხარეთ თქვენ! :) უღრმესი მადლობა ყველას - ვისაც მოგეწონათ, ან ვისაც არ მოგეწონათ! :) გაიხარეთ თქვენ! :)
23. ბლუმ თეა ბლუმ 5 ბლუმ თეა ბლუმ 5
22. ექიმებსაც პოეყურად ხედავ. ლექსი კარგია 4 ექიმებსაც პოეყურად ხედავ. ლექსი კარგია 4
21. ძალიან კარგი ლექსია
"ჩათვალე, ცხოვრება, უბრალოდ, ტიალი, დროისგან ნაწრთობი შეშლილი ლოთია."
"არ აჰყვე, ჩაგითრევს, დაგშრიტავს ცრემლისგან, გალაღდი, მსუბუქი ნაბიჯით იარე, ყველა გზას ნუ აქცევ საკუთარ ტკივილად, და ყველას ვაებას ნუ გაიზიარებ."
ეს ბოლო ლამაზად ნატქვამია თუმცა ვერ გავიზიარებ აჰყევი კიდეც და გაიზიარე კიდეც ყველას ვაება
9 ქულა
P.S. სიამოვნებით ვნახავდი იმ რეცეპტზე მიწერილ ლექსს :)
ძალიან კარგი ლექსია
"ჩათვალე, ცხოვრება, უბრალოდ, ტიალი, დროისგან ნაწრთობი შეშლილი ლოთია."
"არ აჰყვე, ჩაგითრევს, დაგშრიტავს ცრემლისგან, გალაღდი, მსუბუქი ნაბიჯით იარე, ყველა გზას ნუ აქცევ საკუთარ ტკივილად, და ყველას ვაებას ნუ გაიზიარებ."
ეს ბოლო ლამაზად ნატქვამია თუმცა ვერ გავიზიარებ აჰყევი კიდეც და გაიზიარე კიდეც ყველას ვაება
9 ქულა
P.S. სიამოვნებით ვნახავდი იმ რეცეპტზე მიწერილ ლექსს :)
20. ბევრია, ლექსს რომ აწვალებს....
ცოტა - ლექსი რომ აწვალებს... :| :| :| ბევრია, ლექსს რომ აწვალებს....
ცოტა - ლექსი რომ აწვალებს... :| :| :|
19. ჩემი საყვარელი თეაა არ აჰყვე, ჩაგითრევს, დაგშრიტავს ცრემლისგან, გალაღდი, მსუბუქი ნაბიჯით იარე, >:D< ჩემი საყვარელი თეაა არ აჰყვე, ჩაგითრევს, დაგშრიტავს ცრემლისგან, გალაღდი, მსუბუქი ნაბიჯით იარე, >:D<
18. თეეეეეეე არაჩვეულებრივიააა იცი???????? :-* თეეეეეეე არაჩვეულებრივიააა იცი???????? :-*
17. კარგია მართლა კარგია :) 5 კარგია მართლა კარგია :) 5
16. ეჰ, 4 მინდოდა და 5-ს დამეჭირა :)) პორტალს ეგრე ნდომებია... ეჰ, 4 მინდოდა და 5-ს დამეჭირა :)) პორტალს ეგრე ნდომებია...
15. ასე ნუ მიყურებ, იწამე წამლობის, ეცადე, შეძელი, იპოვე ხალისი... ლექსებს წერ?! მაშინ კი, თითქოსდა, გამოდის ტყუილად გავრჯილვარ, რაღა ვთქვა - არ ვიცი.
მამაშენს ბევრი ყავს შენისთანა ჭკვიანი თქო? :) მარა მაგარი ტვინი ექიმი ყოფილა ეგ :) იცის რომ დაღუპულები ვართ :) გამაცანი რა თე :)
ლექსი მართლა ცოტა ნაზარმაცალია, ამბის მოყოლას გადაგებული :) გაკოცე ნიჭიერო და აღარ იზარმაცო. 4 ასე ნუ მიყურებ, იწამე წამლობის, ეცადე, შეძელი, იპოვე ხალისი... ლექსებს წერ?! მაშინ კი, თითქოსდა, გამოდის ტყუილად გავრჯილვარ, რაღა ვთქვა - არ ვიცი.
მამაშენს ბევრი ყავს შენისთანა ჭკვიანი თქო? :) მარა მაგარი ტვინი ექიმი ყოფილა ეგ :) იცის რომ დაღუპულები ვართ :) გამაცანი რა თე :)
ლექსი მართლა ცოტა ნაზარმაცალია, ამბის მოყოლას გადაგებული :) გაკოცე ნიჭიერო და აღარ იზარმაცო. 4
14. ასე ნუ მიყურებ, იწამე წამლობის, ეცადე, შეძელი, იპოვე ხალისი... ლექსებს წერ?! მაშინ კი, თითქოსდა, გამოდის ტყუილად გავრჯილვარ, რაღა ვთქვა - არ ვიცი.
ჩემი თეკო მოსულაო! ქულები უშოვიაო!...
ასე ნუ მიყურებ, იწამე წამლობის, ეცადე, შეძელი, იპოვე ხალისი... ლექსებს წერ?! მაშინ კი, თითქოსდა, გამოდის ტყუილად გავრჯილვარ, რაღა ვთქვა - არ ვიცი.
ჩემი თეკო მოსულაო! ქულები უშოვიაო!...
12. მეც რომ სულ თავი მტკივა, გამივლის? :( კარგი ლექსია მეც რომ სულ თავი მტკივა, გამივლის? :( კარგი ლექსია
11. კარგო კარგო :* კარგო კარგო :*
10. :) მაგ სენის რეცეპტი არ არსებობს, თე :(
მოგეფერე :) მაგ სენის რეცეპტი არ არსებობს, თე :(
მოგეფერე
9. გამოსადეგია :) გამოსადეგია :)
8. თეა, არ მომეწონა... არაა ეს შენი სტილი... თეა, არ მომეწონა... არაა ეს შენი სტილი...
7. ზარმაცობს ნიჭიერი გოგო გაკოცე ზარმაცობს ნიჭიერი გოგო გაკოცე
6. შემოგევლე თეა ეგ რეცებტი პოეტებზე არ ჭრის, მართალი ხარ შენმაინც ეცადე ცოტათი შეასრულო ექიმის რჩევა...:) შემოგევლე თეა ეგ რეცებტი პოეტებზე არ ჭრის, მართალი ხარ შენმაინც ეცადე ცოტათი შეასრულო ექიმის რჩევა...:)
5. რა საყვარელი გოგო ხარ... :) რა საყვარელი გოგო ხარ... :)
4. პრასიიიიიიიი:)) ჩაგკოცნე, გლეწე 5 და ისევ გავქრი:) პრასიიიიიიიი:)) ჩაგკოცნე, გლეწე 5 და ისევ გავქრი:)
3. ლექსებს წერ?! მაშინ კი, თითქოსდა, გამოდის ტყუილად გავრჯილვარ, რაღა ვთქვა - არ ვიცი.
ეს სრული ჭეშმარიტებაა ე.ი. აღარაფერი გვეშველება ლექსებს წერ?! მაშინ კი, თითქოსდა, გამოდის ტყუილად გავრჯილვარ, რაღა ვთქვა - არ ვიცი.
ეს სრული ჭეშმარიტებაა ე.ი. აღარაფერი გვეშველება
2. უფ, გაიხარე, რა კარგი გოგო ხარ:)) უფ, გაიხარე, რა კარგი გოგო ხარ:))
1. მე - მოუსვენარი - მაინც მოვედი ჩემი უცნაური ''რეცეპტითურთ'' :) მე - მოუსვენარი - მაინც მოვედი ჩემი უცნაური ``რეცეპტითურთ`` :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|