ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2013


ლექსი!

ჰამაკი
თუთის ხეებს გამოვაბი,
აგვისტო
მდინარე რომ დაშრება და...
ჰაიკუ-
ერთი ბეწო გემოვნება.
ლინგვისტი
მგზავრი სოფლად დაეშვება...
ჰაერი-
გაჭედილი სიმსუბუქე,
ზაფხული,
ცხელი ღამის სიმეტრია.
ხეების
ჩრდილებივით სიმუქეებს,
გახუნდა
მონატრება სიეტლიდან...

ჰამაკი
თუთები რომ დაარწევენ.
რომანი
სანიშნედ რომ ფოთოლია.
ლექსია,
ხმარებაში გაიწევა!
ლექსია-
ფოტოჰელიოგრაფია!...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები