ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიღაცა
ჟანრი: პროზა
22 ივნისი, 2013


ქაოტურ - წესრიგიანი ემოციები

ცას არ სჭირდება ფილაქანი .. წვიმის შემდეგაც კი არ ჩნდება ცაში ტალახი. იქ სიმშვიდეა ღია ლურჯი ფერის და არასოდეს ბნელდება. მე ცაში ვცხოვრობ, ხანდახან ...
წვიმა სულ არაა აუცილებელი, ცისარტყელა რომ დაინახო..


მე შენს სიყვარულზე აბორტი გავიკეთე .. გულიდან ამოვიგლიჯე რაციონალურობით ალესილი მაშებით..
ემბრიონის კონდიციანში მყოფს არ ვაცალე გაზრდა.. არ ვაცადე დასრულება. არ ვაცალე მოძრაობა.. ფეთქვა შევუჩერე ჩემივე ტვინით.
მე ის მოვკალი .. სასტიკად და დაუნდობლად..  მოვკალი, რომ თვითონვე არ მოვეკალი მოგვიანებით.. დავასწარი! მოვასწარი! ვაჯობე, სანამ ფიქრით ვჯობნიდი..

მე შენ სიყვარულზე აბორტი გავიკეტე, შიგ გულში.


ყველა მოფრენილ ფიქრს სხვა უფრო უმტკივნეულოს ვახვედრებ და თავიდან ვიცილებ.. გამომდის კიდეც!

ხანდახან ამას ვერ ვახერხებ.. როცა ფიქრი მონატრებასთან ერთად მეწვევა, ვნებდები და ფანქრის ღიმილი სახიდან ტკივილის საშლელით მეშლება..

მონატრება მტკივა .. ის განცდა მტკივა, ჩემი რომ არასოდეს იქნები.. ის ემოცია მსერავს, შენ რომ არაფრად მაგდებ .. ის ფიქრი მჩხაპნის, შენ რომ არ გეფიქრები.

ჩემი ფერადი ბუშტი სკდება,როგორც კი ამტიკვდება შენი სიყვარული.

ჩემი ყველა სიზმარი უფერულდება, როცა რეალობას ინერციით ვეჯახები..

როცა კარს მიმტვრევს აწმყო და ძალით მეჭრება ჩემს სეზონურ სამყაროში ..

როცა მაჯერებს რომ სიყვარული არ გამომდის და უბრალოდ უნდა შევეშვა.. როცა მარწმუნებს, შენ არ ხარ ის, ვისაც ვუნდივარ და არც არასოდეს მეყოლება ეგეთი ..

ჩემი ნახატი ფენა ფენა ცვივა მიწაზე და შედეგად ქაოტური ფურცელი მრჩება, ჩემი ცხოვრებასავით.

მომენატრე.

---------

მიყვარხარ, უნებურად, უჩვეულოდ, ხანგრძლივად ..

მიყვარხარ პასუხისმგებლობების, დაპირებების, ახსნა-განმარტებების გარეშე..

მიყვარხარ, აღიარების, გამოტყდომის, მინიშნების, შეხვედრების გარეშე.

მიყვარხარ აღტაცების, მოწონების, გაფრენის გარეშე.

მიყვარხარ სტაბილურად, უთქმელად.

მიყვარხარ უყველაფროთ, უმისამართოოდ..

მიყვარხარ უჩარჩოოთ..

მიყვარხარ და ესაა სულ ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები