ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2013


არჩევანი - არადანი (ვუძღვნი "მაღალ მიშა"-საააა.... )

როდესაც ცხოვრებას დაასწრებ  "ა რ ჩ ე ვ ა ნ ს"
და მხოლოდ  "ა რ ა დ ა ნ ს" დასტოვებ  სხვათათვის,
გახსოვდეს:  დასწყევლი სამყაროს  გაჩენას
და სულს ჩაგიბუგავს ალმური მკათათვის!...

როდესაც სიცოცხლე შენც ჯვარზე გაგაკრავს,
თუმც კი არ მოგიტანს (სანაცვლოდ)  დიდებას,
როდესაც ჩაგირთავს გატეხილ ფირსაკრავს
და თან  ჩაგჩურჩულებს: დ რ ო  ა რ    ი ყ ი დ ე ბ ა!

როდესაც ფეხებიც მოგჭამა ცხოვრებამ,
თუმც არ გეშინოდა, – არასდროს,  არაფრის!...
როდესაც  (სხვა რაღას?)  მოელი ცხონებას,
ამ დროს კი სიმართლე ბეჭებში დაგახლის

ტყვიას და სილასაც შემოგკრავს სახეში, –
ეს შენი  ხ ვ ე დ რ ი ა ! 
ხ ვ ე დ რ ს  ვერ გაექცევი!
სიცოცხლე  მეძებარს გაგონებს დაგეშილს,
კვალში რომ ჩაგიდგა... მოგდევს და... ეცემი! 

და, თუნდაც წამოდგე,  მ ტ ვ რ ი ა ნ ი  დარჩები,
ვით მხატვრის ტახტსუკან „მთვლემარე“ მოლბერტი!...
. . . . .
არ გახსოვს? –  ცხოვრებას  ასწრებდი  "ა რ ჩ ე ვ ა ნ ს",
სხვათათვის კი  მხოლოდ  "ა რ ა დ ა ნ ს"  სტოვებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები