ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2013


...

წეღან,ამბობდით,დონ ჩარო,
რომ გიყვართ კუბა,სიგარა,
აფრიკა,კილიმანჯარო,
ლორკა და ყველა ციგანი,

თქვენ,მზეც გიყვართ და პეპლებიც,
სანაპიროც და ხრიოკიც,
ჩემთვის ცხოვრება წკეპლაა,
გრძნობებსაც ვეღარ ვიოკებ...

მე სხვა სამყაროს შვილი ვარ,
სულ სხვა ოცნებით,მიზანით...
„მირანგულაზე„ვტირივარ,
უშბის კალთებზე ვიზვავე...

თქვენ რას გამიგებთ,დონ ჩარო,
რა მონატრებას ვატარებ...
მუხის კასრზე დგამს ვაჭარი,
წითელი ღვინის მათარას.

უკვე დავთვერით,დონ ჩარო,
თქვენ გაუკიდეთ სიგარას,
მე მეზმანება მაჭარი,
თბილისი...ყველა ციგანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები