ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიღაცა
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2013


ჩვენ არ ვგავართ ერთმანეთს ..

ჩვენ ერთმანეთს სიყვარულშიც კი არ ვგავართ ..

მე შენ მიყვარხარ.

შენ არ გიყვარვარ მე ..

რაც გვაერთიანებს ეს Bon Jovi-სა და Pink Floyd-ის სიყვარულია ..

ჰო, ერთხელ Nick Cave და Kingdom Come მომასმენინე და კიდევ ერთი საერთო დაგვემატა ..

ჩვენ ფიზიკურადაც არ ვგავართ ერთმანეთს ..

მხოლოდ მხრამდე ვართ ერთად .. მერე მხოლოდ შენ ხარ ..

ჩვენ ხასიათითაც არ ვგავართ ერთმანეთს ..

შენ გიყვარს წინასწარი გათვლები .. ჩემი ქცევები კი  ემოციების ფუნქციებია ..

შენ ადამიანებს ეფერები, რადგან მათ უნდათ და არა იმიტომ, რომ შენ გსურს ..

მე არავის ვეხები სურვილის გარეშე .. ეგ კი არადა, სურვილსაც ვთოკავ ხანდახან და ვშეშდები ..

ჩვენ რაც ერთამანეთთან გვამსგავსებს, ეს ამინდების სიყვარულია ..

მაგრამ მე ოდნავ მეტად მიყვარს მზე .. 

თუმცა ზღვა ერთნაირ განცდებს შობს ჩვენში ..

შენ გიყვარს ცურვა და მეც ..

ფერების სიყვარულიც სხვაგვარი გვაქვს ჩვენ ..

შენ გიყვარს ლურჯი, მაგრამ მე მწვანე უფრო ..




არ მადარდებს არცერთი განსხვავება, გარდა ერთისა, რომ ..

მე შენ მიყვარხარ ..

შენ არ გიყვარვარ მე ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები