ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: იუმორისტული
28 ივნისი, 2013


მერე რა...

(ძველადრეული)

კვამლში დავმარხე მე უფალო შენი ტრანქეა
პატრული აქტი საკანი და ბოლოს ტრანშეა...
ტრანშეა ყოფის ტლაშანება თითების ქორფის
კოდალა ქორაფს აქაფქირებს და მატლებს მოხდის...
რუსმა ქორაფი გამოაჭრა ზექართულ ქარაფს
და  როცა ვხედავ შორი ახლო მე ამდენ არიფს...
.....................................................................
მოთოკე უკეთ თა გორული თაბაგირ არქი
თორემ დაგრჩება თალამ თალამ შენი თარაქი
თარაქი ჩემი კარაქივით ვინატრე თექა
ჩარექი ღვინის და იქამდე ადესა დოქით...
რათა კოკრები გაიკრიბონ კოკროჭით აბელ
ვიღაცამ გუბეს მიხედოს და ვიღაცამ სამბოს...
ვიღაც შემებას და ვიღაცა მოგიყვეთ ამბებს
იცეკვოთ მამბო იყოთ რემბო გავდეთ განაბებს...
გახსოვდეთ ანბანგანდონი და მანდოლინები
დოლარის კურსი მასონები ფეშენბინები...
ცომივით ცოლმა მოითხოვა სოდა და სანდომს
უცებ ხდის სოდომს ადამივით მაბრუებს დოდო...
...................................................................
ტვინის სტიგმაში ჯიშიანი აზრის აბორტი
ყალბი იზმები გაგონილი სადღაც ბალმონტი
კიდევ პილატე ალამუტი ბუანაროტი
ბალამუტამდე თუ მივედით იკითხა კანტმა...
პასუხი: რადგან დაავიწყდათ გერლფრენდებს პონტო
ტაში მოდაში პანკროკია და რასმუსს: ბრონტო...
მერე რა... ეკრანს ჩემზე მეტად ხომ ქვია ყბედი
არ ვიცნობთ მყობადს და წინუკნის გვცვეთს კვეს აბედი...
როგორც კლავიშებს აწვალებენ ზებედეს: ძენი
ჯვრის ტიმპანს ედემს შემიდარებს ძმებო, ბერძენი
და მეც დავძენ აქ დურძუკებმა რომ სვეს ყურძენი
მაშინ ჩაყარა ამერიგომ კარიბს ფუძენი...
მერე რა... ეს ხომ ინტერნეტით ყოველ დღე გვესმის
ქართველებს ახალ ჭირთან ბრძოლა მოუწევთ ვერ სმის...
მე ახლა ფეშხუმს ხამუშ ხამუშ დავუწყებ შუშხუნს...
ეხ სიტყვებს მივყევ გაგსიტყვრიყე შენ ჩემი ნუ გშურს...
ოდესმე გეტყვი არავის რომ არ უთქვამს ისე
მსხალსა და მოსხებს მიტკალი თუ ერქმევათ: სხვისი...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს