უკვე მერამდენე აღმართს აუყვნენ. ორნი იყვნენ , შუა ხნის მამაკაცი და თხუთმეტიოდე წლის ბიჭი, შოთა. მამაკაცს თავზე არაფერი ეხურა. როგორც ეტყობოდა, არ იყო ჩვეული თავშიშველი სიარულს და წამდაუწუმ თავზე ხელს ისვამდა. ბიჭს მამის ხელს აწევისთანავე ღიმილი ეფინებოდა სახეზე.
თითქოს ის არ ეყოფოდათ, რომ მათი სოფელი დაიმეწყრა და ნათესავებთან უხდებოდათ ღამის გათევა, ახლა მთის აგარაკებიც ჩამოართვეს. აგარაკები პატარა ფიცრულ ქოხებს წარმოადგენდნენ , რომლებსაც მთაში, იალაღებზე საქონლის წაყვანისას იყენებდნენ. გუშინ ახლდა შოთა მამას რწმუნებულთან. სავსე იყო მისაღები. _მიწა სახელმწიფოსია, ესე იგი სახლიც სახელმწიფოსია და ჩამოგერთვათო. _ ყაბალახი მოიხსნა მამამ და რწმუნებულის მაგიდაზე დადო. არც დამეწყრილმა სახლმა, არც წვრილშვილმა, არც თხოვნამ არ გაჭრა რწმუნებულზე. ადგა კაცი. თვალით ანიშნა შვილს და ის იყო კარს მიუახლოვდნენ, რომ _ყაბალახი დაგრჩა, წაიღე! _ჩემი არაა მაგი. _როგორ არაა, შენ დადევი როცა შემოდი. _ის მაგიდა, რომელთანაც ზიხარ ვისია? _სახელმწიფოსი. _ მერე? _რა მერე? _მიწა თუ სახელმწიფოსია და მასზე დადგმული ჩემი ოფლით ნაშენები სახლი, მაშინ სახელმწიფო მაგიდაზე დადებული ყაბალახი ვისი ყოფილა? _ნუ მარცხვენ კაცო ამდენ ხალხში ! წაიღე ეს ქუდი და კაცი არ ვიყო თუ არ დაგაბრუნებინო ის შენი ქოხი. _ თუ მადლს აკეთებ მარილიც მოაყარე. ეს ჩემი ყაბალახი, ქოხში რომ პატარა ტაბლაა, იმაზე დამიდე._ მიტრიალდნენ და გავიდნენ.
ამ აღმართებს უკვე მეორეჯერ მიუყვებოდნენ. პირველად ერთი თვის წინ იყვნენ. ყველა შევაკებულ ადგილზე ქვები დააწყვეს. ახლა ქვებს ატრიალებდნენ და ქვისქვეშა სამყაროს ყურადღებით აკვირდებოდნენ. ქვების ქვეშ ყველაგან ჭიაყელები დაბუდებულიყვნენ. კაცს თანდათან ექუფრებოდა სახე. _მამა, სიმინდის ფული ჯერ არ მოუტანია პეტრეს? _თემის შეცვლა სცადა შოთამ _ არც მოიტანს. _რატომ? _აღარ მოვთხოვ. ჩემი ბრალია. პეტრე რომ მოვიდა არც შარვალზე და რც ზედაზე ერთი ცალი ჯიბე არ ჰქონდა და ფული საიდან ექნებოდა? მაშინ უნდა მივმხვდარიყავი რის გადამხდელიც იყო... აქაც ვნახოთ და წავიდეთ. დანარჩენი ხვალ. მიდი, გადმოაბრუნე!_ შოთამ ქვა ამოატრიალა. მის ქვეშ ჭიანჭველები აფუთფუთდნენ. კაცმა გაიღიმა._სიმშრალეა! ზღვაც ჩანს, მზეც უდგება... აქ ჩავდგამთ სახლს. აქ ჩვენი სოფელი იქნება! რა დავარქვათ? შენ რა გინდა? _ შენ ? _იყოს ,, შენრაცგინდა!,, . .. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება. _ მამამ შვილს მხარზე ხელი დაჰკრა და მიიხუტა. ორივენი დაღმართს დაუყვნენ. (გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!!
28. ნათი, შენთვის შემოვედი საიტზე... თვალწინ დამიდგა აჭარის მაღალმთიანი სოფლის სახლი და ღია ვერანდა, საიდანაც ზღვა ხელისგულივით მოსჩანს!
და შენ რაც გინდა, ის დაარქვი სოფელს, - ავტორი შენ ხარ! :)
555555555555555 ნათი, შენთვის შემოვედი საიტზე... თვალწინ დამიდგა აჭარის მაღალმთიანი სოფლის სახლი და ღია ვერანდა, საიდანაც ზღვა ხელისგულივით მოსჩანს!
და შენ რაც გინდა, ის დაარქვი სოფელს, - ავტორი შენ ხარ! :)
555555555555555
27. საინტერესოა. ეტყობა ნათიას მოქნილი ხელი...
+5 საინტერესოა. ეტყობა ნათიას მოქნილი ხელი...
+5
26. "_მიწა სახელმწიფოსია, ესე იგი სახლიც სახელმწიფოსია და ჩამოგერთვათო. _ ყაბალახი მოიხსნა მამამ და რწმუნებულის მაგიდაზე დადო. არც დამეწყრილმა სახლმა, არც წვრილშვილმა, არც თხოვნამ არ გაჭრა რწმუნებულზე. ადგა კაცი. თვალით ანიშნა შვილს და ის იყო კარს მიუახლოვდნენ, რომ _ყაბალახი დაგრჩა, წაიღე! _ჩემი არაა მაგი. _როგორ არაა, შენ დადევი როცა შემოდი. _ის მაგიდა, რომელთანაც ზიხარ ვისია? _სახელმწიფოსი. _ მერე? _რა მერე? _მიწა თუ სახელმწიფოსია და მასზე დადგმული ჩემი ოფლით ნაშენები სახლი, მაშინ სახელმწიფო მაგიდაზე დადებული ყაბალახი ვისი ყოფილა? _ნუ მარცხვენ კაცო ამდენ ხალხში ! წაიღე ეს ქუდი და კაცი არ ვიყო თუ არ დაგაბრუნებინო ის შენი ქოხი. _ თუ მადლს აკეთებ მარილიც მოაყარე. ეს ჩემი ყაბალახი, ქოხში რომ პატარა ტაბლაა, იმაზე დამიდე._ მიტრიალდნენ და გავიდნენ."
დავეთანხმები jonatan-ს პატარ-პატარა სიბრძნეები ნამდვილად ოსტატურადაა გაბნეული ნაწერში. +++++
"_მიწა სახელმწიფოსია, ესე იგი სახლიც სახელმწიფოსია და ჩამოგერთვათო. _ ყაბალახი მოიხსნა მამამ და რწმუნებულის მაგიდაზე დადო. არც დამეწყრილმა სახლმა, არც წვრილშვილმა, არც თხოვნამ არ გაჭრა რწმუნებულზე. ადგა კაცი. თვალით ანიშნა შვილს და ის იყო კარს მიუახლოვდნენ, რომ _ყაბალახი დაგრჩა, წაიღე! _ჩემი არაა მაგი. _როგორ არაა, შენ დადევი როცა შემოდი. _ის მაგიდა, რომელთანაც ზიხარ ვისია? _სახელმწიფოსი. _ მერე? _რა მერე? _მიწა თუ სახელმწიფოსია და მასზე დადგმული ჩემი ოფლით ნაშენები სახლი, მაშინ სახელმწიფო მაგიდაზე დადებული ყაბალახი ვისი ყოფილა? _ნუ მარცხვენ კაცო ამდენ ხალხში ! წაიღე ეს ქუდი და კაცი არ ვიყო თუ არ დაგაბრუნებინო ის შენი ქოხი. _ თუ მადლს აკეთებ მარილიც მოაყარე. ეს ჩემი ყაბალახი, ქოხში რომ პატარა ტაბლაა, იმაზე დამიდე._ მიტრიალდნენ და გავიდნენ."
დავეთანხმები jonatan-ს პატარ-პატარა სიბრძნეები ნამდვილად ოსტატურადაა გაბნეული ნაწერში. +++++
25. როგორ დამგვიანებია აქამდე მოსვლა :)
საერთოდ, მიყვარს ეთნოგრაფიული პროზა და ნათიას ეს ისე კარგად გამოდის, სასიამოვნო საკითხავია.
და პატარ-პატარა სიბრძნეებიც ისე ოსტატურადაა გაბნეული ნაწერში.
ბეშუმში მინახავს ეგ აგარაკები :)
როგორ დამგვიანებია აქამდე მოსვლა :)
საერთოდ, მიყვარს ეთნოგრაფიული პროზა და ნათიას ეს ისე კარგად გამოდის, სასიამოვნო საკითხავია.
და პატარ-პატარა სიბრძნეებიც ისე ოსტატურადაა გაბნეული ნაწერში.
ბეშუმში მინახავს ეგ აგარაკები :)
24. მომეწონა საინტერესოდ ვითარდება სიუჯეტი 5+ და ველი გაგრძელებას მომეწონა საინტერესოდ ვითარდება სიუჯეტი 5+ და ველი გაგრძელებას
23. აუცილებლად დავუჯერებ ბლაგვს. ოღონდ ცოტა მოგვიანებით. პატივისცემით : ) აუცილებლად დავუჯერებ ბლაგვს. ოღონდ ცოტა მოგვიანებით. პატივისცემით : )
22. ამბავი მშვენივრად დაიწყო..
თხრობას თუ რედაქტირებას გაუკეთებ ძალიან კარგს იზამ.. მაგალითად დასაწყისს.... შესაძლოა იცოდე მაგრამ მაინც გეტყვი...პროზაულნაწარმოებში ყველაზე მთავარია დასაწყისი და დასასრული.. :) ეს მე კიარ გამომიგონია..ათეული საუკუნის უკან თქვა ერთმა კაი კაცმა.. :)
დაუჯერე "ბლაგვს" ...:)
პატივისცემით.. ამბავი მშვენივრად დაიწყო..
თხრობას თუ რედაქტირებას გაუკეთებ ძალიან კარგს იზამ.. მაგალითად დასაწყისს.... შესაძლოა იცოდე მაგრამ მაინც გეტყვი...პროზაულნაწარმოებში ყველაზე მთავარია დასაწყისი და დასასრული.. :) ეს მე კიარ გამომიგონია..ათეული საუკუნის უკან თქვა ერთმა კაი კაცმა.. :)
დაუჯერე "ბლაგვს" ...:)
პატივისცემით..
21. ეტყობა ნაღდი ამბავი რომაა
შენ სულ ნაღდებს წერ ეტყობა ნაღდი ამბავი რომაა
შენ სულ ნაღდებს წერ
20. ჯორჯიბიჭი, ძველი, გაგონილი ამბებია, ძირითადად მამაჩემის მოყოლილი . სოფლის გაშენება მე მჭირდება მოთხრობისთვის. ) საერთოდ სამოსახლოს მაგ პრინციპით არჩევდნენ, თუ სადმე მიწა იყიდებოდა, ჩუმად დებდნენ ქვას, და შემდეგ ამოწმებდნენ. აგარაკის ამბავი ნამდვილია , ბაბუაჩემის ბიძას წაართვეს და ა.შ
ჯორჯიბიჭი, ძველი, გაგონილი ამბებია, ძირითადად მამაჩემის მოყოლილი . სოფლის გაშენება მე მჭირდება მოთხრობისთვის. ) საერთოდ სამოსახლოს მაგ პრინციპით არჩევდნენ, თუ სადმე მიწა იყიდებოდა, ჩუმად დებდნენ ქვას, და შემდეგ ამოწმებდნენ. აგარაკის ამბავი ნამდვილია , ბაბუაჩემის ბიძას წაართვეს და ა.შ
19. აგარაკები წარმოადგენდა
კარგად ყვები, ამბავი ნამდვილია? აგარაკები წარმოადგენდა
კარგად ყვები, ამბავი ნამდვილია?
18. თუ მადლს აკეთებ მარილიც მოაყარე. ეს ჩემი ყაბალახი, ქოხში რომ პატარა ტაბლაა, იმაზე დამიდე ნათი, ეს პატარა საოცრებაა, თანაც ძალიან უბრალო და საყვარელი საოცრება... რომელშიც დავინახე ხვთის ძახილი, მიწის ხმა და ადამიანთა სიბრმავე... თუ მადლს აკეთებ მარილიც მოაყარე. ეს ჩემი ყაბალახი, ქოხში რომ პატარა ტაბლაა, იმაზე დამიდე ნათი, ეს პატარა საოცრებაა, თანაც ძალიან უბრალო და საყვარელი საოცრება... რომელშიც დავინახე ხვთის ძახილი, მიწის ხმა და ადამიანთა სიბრმავე...
17. ყველაფერს საინტერესოდ ყვები...გაგრძელებას დაველოდები...:) ყველაფერს საინტერესოდ ყვები...გაგრძელებას დაველოდები...:)
16. ველით გაგრძელებას, მომეწონა+ ველით გაგრძელებას, მომეწონა+
15. რა თავისუფლად წერთ, ძალიან ლაღი თხრობა გაქვთ... + რა თავისუფლად წერთ, ძალიან ლაღი თხრობა გაქვთ... +
14. გმადლობთ ჩემო კარგებო. ცხადია რომ მივასამშაბათე ნაწერი. გამოვასწორებ ))) ცოტა რომ ,,შემეგრილებინა,, მეც სხვა თვალით შევხდავდი . გმადლობთ ჩემო კარგებო. ცხადია რომ მივასამშაბათე ნაწერი. გამოვასწორებ ))) ცოტა რომ ,,შემეგრილებინა,, მეც სხვა თვალით შევხდავდი .
12. უბრალოდ დასაწყისში მთები ისე იყო გამოყოფილი ბოლო სრულიად გაწყვიტა ზღვამ ჩემი წარმოსახვა. წარმატებები ძვირფასო:* უბრალოდ დასაწყისში მთები ისე იყო გამოყოფილი ბოლო სრულიად გაწყვიტა ზღვამ ჩემი წარმოსახვა. წარმატებები ძვირფასო:*
11. ძალიან ცოტაა, ვფიქრობ ავტორი ზარმაცობს... ძალიან ცოტაა, ვფიქრობ ავტორი ზარმაცობს...
10. გიხდებათ წერის ასეთი მანერა =) გიხდებათ წერის ასეთი მანერა =)
9. იმედიანია ++ იმედიანია ++
8. მადლობა ყველას! ) მადლობა ყველას! )
7. მუხა, ,,შენრაცგინდა,, ჩემმა შვილებმა დაარქვეს მოთხრობას და დავპირდი რომ არ გადავარქმევდი. ) ეს შესავალი კი ახლა მოვიფიქრე და თან პირდაპირ ჩავწერე. )
ჟაკი , აჭარაში სპეციალურად აშენებდნენ სოფლებს და ირჩევდნენ სამოსახლოდ მთის ფერდობებზე ისეთ ადგილებს , საიდანაც ზღვა ჩანდა. დაბლობებში, ზღვასთან ახლოს ვერ სახლდებოდნენ მალარიის გამო. ) მუხა, ,,შენრაცგინდა,, ჩემმა შვილებმა დაარქვეს მოთხრობას და დავპირდი რომ არ გადავარქმევდი. ) ეს შესავალი კი ახლა მოვიფიქრე და თან პირდაპირ ჩავწერე. )
ჟაკი , აჭარაში სპეციალურად აშენებდნენ სოფლებს და ირჩევდნენ სამოსახლოდ მთის ფერდობებზე ისეთ ადგილებს , საიდანაც ზღვა ჩანდა. დაბლობებში, ზღვასთან ახლოს ვერ სახლდებოდნენ მალარიის გამო. )
6. მთებში ხომ იყვნენ და ზღვა საიდან გაჩნდა ვერ მივხვდი(( ისე ძალიან მომეწონა** მთებში ხომ იყვნენ და ზღვა საიდან გაჩნდა ვერ მივხვდი(( ისე ძალიან მომეწონა**
5. მუხას დავეთანხმები, საინტერეოა, ველი გაგრძელებას. მუხას დავეთანხმები, საინტერეოა, ველი გაგრძელებას.
4. ++++++++++++++++++++ ასე ჯობია სიყვარულით ბიჭები ++++++++++++++++++++ ასე ჯობია სიყვარულით ბიჭები
3. იდეა კარგად ჩანს, მაგრამ თხუთმეტიოდე წლის ბიჭისთვის მამა- შუახნის მამაკაცზე ცოტა ახალგაზრდა შეგერჩია,
"აქ ჩვენი სოფელი იქნება! რა დავარქვათ?
-იყოს ,,შენრაცგინდა"
ეს ისეა შვილებს, რომ არქმევენ სახელებს : "გელოდი" "არგელოდი", " მინდოდი" " არმინდოდი" , და ა. შ.
პროზას მეტი მხატვრული მიგნებები მოუხდებოდა! ეს ჩემი სუბიექტური აზრია! . იდეა კარგად ჩანს, მაგრამ თხუთმეტიოდე წლის ბიჭისთვის მამა- შუახნის მამაკაცზე ცოტა ახალგაზრდა შეგერჩია,
"აქ ჩვენი სოფელი იქნება! რა დავარქვათ?
-იყოს ,,შენრაცგინდა"
ეს ისეა შვილებს, რომ არქმევენ სახელებს : "გელოდი" "არგელოდი", " მინდოდი" " არმინდოდი" , და ა. შ.
პროზას მეტი მხატვრული მიგნებები მოუხდებოდა! ეს ჩემი სუბიექტური აზრია! .
2. 5555555555555555 ველოდები გაგრძელებას!!! <3 5555555555555555 ველოდები გაგრძელებას!!! <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|