ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2013


კ ო ნ ს ტ რ უ ქ ტ ო რ ი

...
ჰოდა არის ჩვენი ურთიერთობა კონსტრუქტორივით:
ვშლით, ვაწყობთ.
ჰორიზონტალურად,
ვერტიკალურად,
პროექტის მიხედვით,
უპროექტოდაც...
ფერადი,
შემინული შენობები
აივნებით,
აივნებზე გაფენილი თეთრი ქათქათა პერანგები...
ჰალსტუხები.
ტანგებიც.
კოლგოტებიც...

და როცა ტელევიზორში აცხადებენ
8 საყვარლიან მიწისძვრას
რომელმაც გაანადგურა ყველაფერი...
ვშლით ურთიერთობებს და სპეციალურ ყუთში ვინახავთ,
სადაც არც გულს
არც გონებას
ხელი არ მიუწვდება...

და როცა საკუთარ შვილს ვეკითხები თუ რა ვუყიდო
დაბადების დღეზე, ის მპასუხობს:
"ყველაზე დიდი "კუბიკები" დე"...
პ.ს
თავიდანვე ვსწავლობთ ყველაფრის
როგორც შენებას, ისე ნგრევას...


G. -s

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები