ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2013


***


***
დედის სამოსს გაგონებს
შემოდგომის ღრუბელი
მზით გახუნებული.

***
ყვავილს ხელისგულის
სითბო გადაუსვა
და მათ შორის
ფუტკარი გაირინდა.

***
ან იმ სასწაულს
როგორ გადმოსცემ
ღრუბლები რომ
ნათდება ქვემოდან
და მზე ჯერ არა ჩანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები