ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2013


ყველგან ღმერთია

მე გეუბნები-დღეს ქუჩაში ღმერთი შევნიშნე...
(შენ,არ მიჯერებ)
მე გეუბნები-ჩემს ოთაში ახლაც მას სძინავს...
(შენ გეცინება)
ბევრჯერ მინახავს,ახლა ყველას ვეღარ ვიხსენებ,
მე შევსწრებივარ ღმერთის ტირილს,დარდსა და გმინვას...
ვამბობ,რომ არსად და არასდროს მას არ დავეძებ,
რომ იგი მუდამ ჩემთანაა,სულაც ჩემშია,
რა საჭიროა მის ძებნაში ასჯერ დაეცე?!
როცა შენს ირგვლივ უამრავი დადის მესია,
ის არის ცაში და მიწაზეც,მზეშიც, მთვარეზეც,
ის არის ყველა მცენარეში,ზღვაში,ღამეში,
ის თქვენშიც არის,მაგრამ თქვენ სულ სხვაგან დაეძებთ,
არადა იგი ღმერთი, იყო ჯვარცმის გარეშეც...
მე ასე ვფიქრობ და ვსაუბრობ,როგორც უფალი,
ახლა მე ვხარობ,როგორც ღელე ვრცელ ზღვასთან შერთვით,
მე ვარ გენია,ვარ სიგიჟე და თან უბრალო...
შენც ხარ გენია,შენც მე მგავხარ და შენც ხარ ღმერთი.

ჩვენშია ღმერთი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები