არავითარი პოეზია...ცა...მთვარის შუქი... არავითარი შეკრებები მეტეხთან,მტკვართან. არც ბიბლიიდან ბოძებული კვირა დღე-უქმე, არავითარი მზის სხივები,არამედ ქართა ზუზუნი,დელგმა,იანვარი და ელვის ზოლი, გაშრა ქალაქიც,როგორც ერთგან მშრალია ხიდი: გახუნებულნი ჟან ჟაკ რუსო და ემილ ზოლა, დიდრო,ვერლენი {გაყიდულნი{ და გასაყიდი ყრიან მიწაზე.და მიწიდან ამოდის ორთქლი, დგანან სულები წარსულების- გრანელის,გალლას. არავითარი პოეზია.ქაოსი.შფოთი, ერთი პოეტის ერთი ლექსიც არ სცხია ქალაქს. ......................................................................... ვიბრძვით ლუკმისთვის,შვილებისთვის,გვეღვრება ოფლი, ნელ- ნელა გვაჭერს საფეთქლებთან პაოლოს თოფი...
არავითარი პოეზია!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ერთი პოეტის ერთი ლექსიც არ სცხია ქალაქს.
როგორ მომეწონა მეც ეს "არავითარი პოეზია".
ერთი პოეტის ერთი ლექსიც არ სცხია ქალაქს.
როგორ მომეწონა მეც ეს "არავითარი პოეზია".
14. ++++++++++++ ++++++++++++
13. ბრავო! - მეტი არც არაფერი! ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება ლექსს და პატივისცემა ნამდვილ პოეტს! ბრავო! - მეტი არც არაფერი! ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება ლექსს და პატივისცემა ნამდვილ პოეტს!
12. ზედვაკელო, კარგო პოეტო...:-* 5 ასეა მართლაც, მაგრამ ისაც ხომ ვიცით....
"არავითარი სხვა სამშობლო, ამაზე მეტი არ გაგვაჩნია"...:) ზედვაკელო, კარგო პოეტო...:-* 5 ასეა მართლაც, მაგრამ ისაც ხომ ვიცით....
"არავითარი სხვა სამშობლო, ამაზე მეტი არ გაგვაჩნია"...:)
11. მე კი პარალელს გავავლებდი ჩერქეზიშვილის და ზედვაკელის საერთო განწყობასთან.. შესრულება კი ეს სჯობს...+5 მე კი პარალელს გავავლებდი ჩერქეზიშვილის და ზედვაკელის საერთო განწყობასთან.. შესრულება კი ეს სჯობს...+5
10. მეშვიდე კომენტარს მინდა ვუპასუხო,მიხარია, თუ გიო საჯაიას ლექსს გავს ეს ლექსი.იმედია, მეც ვიცი,სათაურით ვერ გავიხსენე.
უმა თურმანს დიდი მადლობა,და მინდა, დავამშვიდო,თავის მოკვლას არ ვაპირებ არანაიარად...
აქვე ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ,ნახალოვკაში ვართ მე,ჩერქეზა და ბექა აბუთიძე.აბუთიძის ბოლო ლექსებს თუ გავიხსენებთ, სულ სუიციდზე წერს,მე და ჩერქეზა შეშფოთებულები ვართ ამ ამბით.სად იყო და სად არა- ღობე ყეფით გამოარღვია ვიღაცის მეცხვარემ. .გავხევდით მე და ნიკა,გონზე რომ მოვედით,ვხედავდით,როგორ გარბოდა ბექა.როგორ ჰყვარებია თავი...
ჰოდა, ,,თავს არ მოიკლავს ქართველი ,არა!,, თუ როგორც არის...
მეშვიდე კომენტარს მინდა ვუპასუხო,მიხარია, თუ გიო საჯაიას ლექსს გავს ეს ლექსი.იმედია, მეც ვიცი,სათაურით ვერ გავიხსენე.
უმა თურმანს დიდი მადლობა,და მინდა, დავამშვიდო,თავის მოკვლას არ ვაპირებ არანაიარად...
აქვე ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ,ნახალოვკაში ვართ მე,ჩერქეზა და ბექა აბუთიძე.აბუთიძის ბოლო ლექსებს თუ გავიხსენებთ, სულ სუიციდზე წერს,მე და ჩერქეზა შეშფოთებულები ვართ ამ ამბით.სად იყო და სად არა- ღობე ყეფით გამოარღვია ვიღაცის მეცხვარემ. .გავხევდით მე და ნიკა,გონზე რომ მოვედით,ვხედავდით,როგორ გარბოდა ბექა.როგორ ჰყვარებია თავი...
ჰოდა, ,,თავს არ მოიკლავს ქართველი ,არა!,, თუ როგორც არის...
9. კარგია, გიო! მძაფრი და ნაღდი!
კარგია, გიო! მძაფრი და ნაღდი!
8. გაშრა ქალაქიც,როგორც ერთგან მშრალია ხიდი: ძალიან კარგია, მაგრამ თოფი არ გვიონდა რა.... ვიყოთ გადარეულები პოეზიაში, მაგრამ პაციფისტები - ცხოვრებაში, გთხოვთ, თქვენი თავი თუ არა, სამშობლო შეიცოდეთ, სულ გაცამტვერდება თქვენი ნიჭის გარეშე. დაიმახსოვრეთ, ყველაზე უფრო როცა გიჭირთ, მაDინ, რომ ძალიან უყვარხართ ქართველ გოგონებს, მომავალ დედებს, ისევ გასაჭირში მყოფ მომავალ სამშობლოს. ბოდიში პათოსისთვის, ახლა სხვა დროა, და თავისუფლებისთვის ნუ მოიკლავთ თავს, ახლა ჩვენი მოსაპოვებელია შინაგანი თავისუაფლება, მაშIნ როცა პირდაპირი მნიშვნელობით იყო ჩვენი დიდი აჩრდილების მიერ მოსაპოვებელი. უდიდესი პატივისცემით, უმა თურმანი გაშრა ქალაქიც,როგორც ერთგან მშრალია ხიდი: ძალიან კარგია, მაგრამ თოფი არ გვიონდა რა.... ვიყოთ გადარეულები პოეზიაში, მაგრამ პაციფისტები - ცხოვრებაში, გთხოვთ, თქვენი თავი თუ არა, სამშობლო შეიცოდეთ, სულ გაცამტვერდება თქვენი ნიჭის გარეშე. დაიმახსოვრეთ, ყველაზე უფრო როცა გიჭირთ, მაDინ, რომ ძალიან უყვარხართ ქართველ გოგონებს, მომავალ დედებს, ისევ გასაჭირში მყოფ მომავალ სამშობლოს. ბოდიში პათოსისთვის, ახლა სხვა დროა, და თავისუფლებისთვის ნუ მოიკლავთ თავს, ახლა ჩვენი მოსაპოვებელია შინაგანი თავისუაფლება, მაშIნ როცა პირდაპირი მნიშვნელობით იყო ჩვენი დიდი აჩრდილების მიერ მოსაპოვებელი. უდიდესი პატივისცემით, უმა თურმანი
7. გიო საჯაიას "ერთი უმნიშვნელო ეპიზოდი პოეტის ცხოვრებიდან"-ის ტყუპის ცალს გავს ეს ლექსი. მე ორივე მომწონს, თანაბრად! გიო საჯაიას "ერთი უმნიშვნელო ეპიზოდი პოეტის ცხოვრებიდან"-ის ტყუპის ცალს გავს ეს ლექსი. მე ორივე მომწონს, თანაბრად!
5. წარმატებები +++++ წარმატებები +++++
4. რა მაგრად ამბობს ეს ბიჭი სათქმელს ყოველთვის, გულიანად... ! ძალიან გაფასებ... + რა მაგრად ამბობს ეს ბიჭი სათქმელს ყოველთვის, გულიანად... ! ძალიან გაფასებ... +
3. ავტორი: გიო ზედვაკელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
4 ივლისი, 2013
ავტორი: გიო ზედვაკელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
4 ივლისი, 2013
1. "შეიგნე ბოლოსდაბოლოს, შობელძაღლო, რომ ამ საქმის გარდა არაფრის კეთება არ შემიძლია!
პური მაჭამე..." - ბექა ახალაია
პოეტების ხვედრია ეგ, გიო ზედვაკელო :)
"შეიგნე ბოლოსდაბოლოს, შობელძაღლო, რომ ამ საქმის გარდა არაფრის კეთება არ შემიძლია!
პური მაჭამე..." - ბექა ახალაია
პოეტების ხვედრია ეგ, გიო ზედვაკელო :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|