ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ყარიბი
ჟანრი: თარგმანი
8 ივლისი, 2013


(პოლ ვერლენი) პოეტური ხელოვნება


                    პოეტური ხელოვნება

                                              შარლ მორისს

ჯერ მუსიკა და მერე ყოველი,
მეფობდეს ჰანგი იგი რჩეული,
ჰაერში ვნებით მიმობნეული,
აურწყავი და დაუწყობელი.

უცილობელი არ არის შენთვის
ძებნა სიტყვათა ცოდვის და ბრალის,
დიდებულია  სიმღერა მთვრალი,
სად ბუნდოვანი სიცხადეს ერწყმის.

ეს რიდეს მიღმა ციალი თვალთა,
ეს დღე მკრთომარე შუადღის ხვატში
და შემოდგომის სიგრილე ცაში,
ლურჯი ქაოსი ნათელ ვარსკვლავთა

და ნიუანსიც გვჭირდება მაშინ
და ყველანაირ ფერსა სჯობს ალბათ,
ის მინიშნებით გვაჩვენებს ლანდად
სიზმარს სიზმარში და საკრავს რქაში.

მაშ, უარყავი ისარი მკვლელი,
გონი მკაცრი და ხარხარი მრევლის,
ციურ თვალებს რომ ავსებენ ცრემლით,
ეს ხომ სამზადის სუნია ძველი.

მჭერმეტყველებას მოგრეხა კისრის
სჭირდება ზოგჯერ, ნუ გეცოდება
და დაუბრუნე რითმას გონება,
თორემ, ვინ იცის, სადამდე ივლის.

ამ ცოდვილ რითმას თუ ქმნიდა ალბათ
უნდილი ბავშვი ან შლეგი ზანგი,
გროშისგან ჭედდა სიგიჟის ბანგით
სამკაულს, რომ ჟღერს ესოდენ ყალბად.


მარად მუსიკა, ისევ და ისევ,
რომ შენი ლექსი ლაჟვარდში ქროდეს
და გრძნობა ერთი სულიდან რბოდეს
სხვათა ტრფობისკენ და სხვათა ცისკენ.

რომ ლექსი იყოს ლტოლვის გამჩენი,
გაავლე დილის მკრთომარე ქარში,
პიტნის და ქონდრის სურნელებაში.
მწიგნობრობაა სხვა დანარჩენი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები