ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2013


თავსხმა.(ალიკაპიანი ცხოვრება)

თავსხმაა. ამინდი და მღელვარება.
მე იცით? წვიმებივით მაწვალებენ.
ან როცა ხელისგულის სიმხურვალე,
ხაზების გადაკვეთის დაწამებით...

გასვლაა სახლიდან და მიტოვება-
კედლების, ყვავილების ასე შემდეგ...
მე ჩემი გაციების სიმპტომებით
და სიცხეც ორმოცამდე დასაშვები...

ხანაა- უსაშველო სიმარტოვე,
ხან როგორ აგიხსნათ და არაფერი...
კარს ვუღებ გასაქცევად იადონებს,
გაფრინდნენ... კენტი ცა და ქარაფები...

თავსხმაა, გახორკლილი სველი კანით
ხეების მოძრაობა . მასკარადი .
ეს ჩემი ცხოვრებაა- ალიკაპით
რამეთუ ასე გახდა, ასაკრავი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები