ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2013


სიზარმაცე

მტვრად დასდებია სიზარმაცე ხატების კუთხეს,
ჭერსა და კედლებს მოსდებია აბლაბუდებად,
ამისთანა სახლს, კარგი მღვდელი არც კი აკურთხებს,
აქედან მადლი ისე წავა, არ დაბრუნდება...

არადა, ნიჭის ალაგია, სხვა არ გეგონოთ,
ჯერაც გზავნიან "მაკლერნი" აქ მყიდველს - ხანდახან,
არ იყიდება, თავს ვერ აღწევს ნიჭი მას ოღონდ,
რადგან ამ სახლზე უქმობის სულს უდევს ყადაღა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები